"ინტერის" ახალგაზრდა მცველს ჟუან ჟესუს სჯერავს რომ "ინტერი" მომავალ სეზონს უკეთესად ჩაატარებს:
მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და შემიძლია კვირას ჩემს გუნდს დავეხმარო. ჩვენ სეზონის მეორე ნახევარში გვქონდა ბევრი სირთულე და ჩავარდნა, მაგრამ დარწმუნებული ვარ მომავალი სეზონი უკეთესი იქნება. მე არ მიყვარს უკან დახევა ყოველთვის ვიბრძვი წინ წასასვლელად და მომავალ სეზონში უკეთესად ვითამაშებ. ნაკრები? ”ინტერში” თუ კარგად ვითამაშებ დარწმუნებული ვარ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებ. ახლა კი მინდა ჩვენს გულშემატკივარს მივმართო:
”მე თქვენ დიდ მადლობას გიხდით ასეთი მხარდაჭერისთვის, რომ გუნდს ასეთ რთულ ვითარებაშიც გვერდით დაუდეგით, გპირდებით ჩვენ ვიბრძოლებთ დასაბრუნებლად და არასოდეს არ დავთმობთ”.