ოთხშაბათი, 15.05.2024, 13:03
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » მარტი » 02




ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს, ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოს ბრაზილიის ეროვნული ნაკრებიდან 7 ივნისს, რუმინეთთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში გააცილებენ.
ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ, ამხანაგური თამაში სპეციალურად რონალდოს საპატივცემულოდ დანიშნა. შეხვედრა სან პაულუს შტატში, "პაკაემბუს” სტადიონზე გაიმართება. სწორედ ამ სტადიონზე გაიმართა კიდევ ერთი ბრაზილიელი ლეგენდის, რომარიოს გამოსამშვიდობებელი მატჩი.
რონალდოს ბრაზილიის ნაკრებში მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შემდეგ არ უთამაშია. ქვეყნის პირველ გუნდში ჩატარებულ 97 მატჩში, მას 62 გოლი აქვს გატანილი.

ნანახია: 739 | დაამატა: iri | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (4)




ინტერმა ზაფხულისთვის სატრანსფერო მიზნები დასახა. ინტერნეტ-გამოცემა Tutto Mercato Web-ის მტკიცებით, სეზონის დასრულების შემდეგ, მასიმო მორატი "ნაპოლის" ლიდერის, მარეკ ჰამშიკის შეძენას ეცდება. 23 წლის სლოვაკი ნახევარმცველი, რომელსაც ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული, დაახლოებით 25 მილიონი ევრო ღირს. არ არის გამორიცხული, რომ ნერაძურიმ გარიგებაში თავისი რომელიმე ფეხბურთელი ჩართოს.
აღსანიშნავია, რომ ინტერი ერთადერთი არაა, ვისაც ჰამშიკის ხელში ჩაგდება სურს. სლოვაკ ნახევარმცველზე, რომელიც "ნაპოლიში" 2007 წლის ზაფხულიდან თამაშობს (150 მატჩში 44 გოლი), პრეტენზიას "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბარსელონაც" აცხადებენ, თუმცა, "ინტერს" კონკურენტებ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 758 | დაამატა: iri | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (3)




ნერაძურის კიდევ ერთი სამიზნე ფეიენოორდის ახალგაზრდა ჰოლანდიელი თავდამსხმელი ლუკ კასტაინიოსია. 18 წლის ფორვარდს, რომელსაც მამა ფრანგი ჰყავს, თამაშის სტილით ხშირად ადარებენ ტიერი ანრის და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გუნდები ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ. იტალიური პრესის ინფორმაციით, "ფეიენოორდი" კასტაინიოსის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს მიიღებს. ამასთან, კონტრაქტში გათვალისწინებული იქნება ბონუსებიც, რის შედეგადაც ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება შესაძლოა 6 მილიონამდე გაიზარდოს. თვითონ თავდამსხმელთან კი, 4-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.

ნანახია: 639 | დაამატა: interinio | თარიღი: 02.03.2011 | კომენტარი (3)

საიტის მენიუ
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter