ოთხშაბათი, 15.05.2024, 11:45
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » მარტი » 06




ზაფხულში ჩელსის უმთავრესი სატრანსფერო მიზანი ინტერის ნახევარმცველის, ვესლი სნეიდერის შეძენა იქნება. აღნიშნული ინფორმაცია La Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა. იტალიური გაზეთის მტკიცებით, ლონდონელები 26 წლის ჰოლანდიელში საფეხბურთო საზომით უკვე საკმაოდ მობერებული და ბოლო პერიოდში ტრავმებმოძალებული ფრენკ ლამპარდის პოტენციურ შემცვლელს ხედავენ.
"არისტოკრატებს" შემტევის ნახევარმცველის პოზიციაზე ლამპარდის ალტერნატივა არ გააჩნიათ. მართალია, გასულ ზაფხულს ლონდონელებმა იოსი ბენაიუნი შეიძინეს, მაგრამ ებრაელ ნახევარმცველს ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გაუცდა. ამასთან, 30-წლიან ზღვარს ისიც გადაცილებულია.
რაც შეეხება სნეიდერს, იგი შესანიშნავ ფორმაშია და ასაკიც ფეხბურთისთვის შესაფერისი გააჩნია. ჰოლანდიელმა ნახევა ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 619 | დაამატა: interinio | თარიღი: 06.03.2011 | კომენტარი (3)




პორტუგალიელი ცენტრალური მცველის, პეპეს მადრიდის რეალიდან ზაფხულში წასვლა უფრო და უფრო რეალური ხდება. როგორც იცით, ესპანური კლუბი 28 წლის ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის პირობების შეთანხმებას ვერ ახერხებს, არადა, მოლაპარაკებები უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს. მოვლენების განვითარებას ყურადღებით ადევნებენ თვალს მილანი, ინტერი და იუვენტუსი, რომლებიც მაღალკვალიფიციური მცველის ხელში იაფად ჩაგდებას აპირებენ.
 რამდენიმე დღის წინათ, გავრცელდა ცნობა, რომ რეალმა პეპეს ხელფასის სახით 3.5 მილიონი ევრო შესთავაზა და თან ფეხბურთელს განუმარტა, რომ ეს ბოლო შეთავაზება იყო. უკანასკნელი ინფორმაციით, პორტუგალიელმა ამ პირობაზე დათანხმება იუარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 560 | დაამატა: iri | თარიღი: 06.03.2011 | კომენტარი (3)





საინტერესო მატჩი გაიმართა ჯუზეპე მეაცაზე. მასპინძლებმა პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით დათმეს, მეორე ტაიმში კი მეტოქეს 5 გოლი გაუტანეს.

ინტერი 5:2 ჯენოა
გოლები: პაცინი 52, ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 687 | დაამატა: inter | თარიღი: 06.03.2011 | კომენტარი (5)

საიტის მენიუ
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter