ოთხშაბათი, 15.05.2024, 20:52
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ივლისი » 26


პანდევს არ სურს ჯენოაში გადასვლა, რომ "ინტერმა" მის ნაცვლად პალასიო წამოიყვანოს. ამიტომ "ინტერი" სხვა ვარიანტებს ეძებს არგენტინელის შესაძენად. ჯენოას პრეზიდენტმა ენრიკო პრეცოზიმ განაცხადა, რომ არსად არ გაუშვებს პალასიოს თუ მის სანაცვლოდ ის არ მიიღებს რომელიმე მოთამაშეს. თავიდან "ინტერს" სურდა მაკედონელი ფორვარდი გორან პანდევი გამოეყენებინა ამ ტრანსფერში, მაგრამ თავად ფეხბურთელმა თქვა უარი ჯენოაში გადასვლასთან დაკავშირებით. გაზეთ Gazzetta dello Sport -ის ინფორმაციით "ინტერი" მზადაა ჯენოას ახალგაზრდა ფეხბურთელი ლუკა კასტანიოსი მისცეს პალასიოს ნაცვლად.
ნანახია: 594 | დაამატა: interista | თარიღი: 26.07.2011 | კომენტარი (2)



ინგლისური ფეხბურთის ვეტერანი, ნაკრების ყოფილი კაპიტანი, დღეს „ლოს ანჯელეს გელექსის" მოთამაშე, 36 წლის დევიდ ბექჰემი თავის ყოფილ კლუბს, „მანჩესტერ იუნაიტედს" 27 წლის ჰოლანდიელი ვესლი სნეიდერის ყიდვას ურჩევს. ნახევარმცველი ძალიან კარგად იცნობს სნეიდერს, რომელიც წლების წინ მადრიდის „რეალში" სწორედ მის შემცვლელად მიიყვანეს. ბექჰემმა თქვა:

„სნეიდერი მეტად ნიჭიერი ფეხბურთელია. ის კარგი ადამიანიც არის და დარწმუნებული ვარ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი" ტყუილად არ იყიდის, ის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდება. ეჭვი არ არის, ის „ოლდ ტრეფორდზე" საქმეს გააკეთებს".

მანჩესტერელთა ყოფილმა ვარსკვლავმა დასძინა, რომ მისი აზრით „იუნაიტედს" აუცილებლად სჭირდება პოლ სქო ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 605 | დაამატა: interista | თარიღი: 26.07.2011 | კომენტარი (3)



ინტერის ახალმა მწვრთნელმა ისაუბრა გუნდის მომზადებაზე და ასევე ისაუბრა გუნდის მომავალ გეგმებზე. "გალათასარაისთან" ჩვენ კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. ჯერჯერობით ჩვენ ბევრი რამ არ გამოგვდის, მაგრამ ჩვენი თამაში ოპტიმიზმს გვაძლევს. უახლოესი მიზანი იტალიის სუპერ თასია. ჩვენ გვესმის რომ მისი მოგება ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ."–განუცხადა გასპერინიმ Rewirpowerstadion.
ნანახია: 583 | დაამატა: interista | თარიღი: 26.07.2011 | კომენტარი (3)



იტალიელმა ფეხბურთის ლეგენდამ ჯანფრანკო ძოლამ სერია A-ს ახალ სეზონზე თავისი პროგნოზი გააკეთა.
"ფავორიტი სკუდეტოსათვის ბრძოლაში "მილანია". მას მოსდევს "ინტერი", არ უნდა გამოგვრჩეს არც "იუვენტუსი", რომელიც აგუეროსა და ჯუზეპე როსის შეძენას აპირებენ.
ასევე ვფიქრობ, რომ "რომა" და "ნაპოლი" ხელს შეუშლიან დანარჩენ გრანდებს. ეს ორი გუნდი საკმაოდ ძლიერია”-განაცხადა ძოლამ.
ნანახია: 588 | დაამატა: interista | თარიღი: 26.07.2011 | კომენტარი (0)



როგორც ბრაზილიელი მცველის ლუსიოს აგენტი იტყობინება მისმა კლიენტმა გუნდთან ახალ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
33 წლის მცველის მიმდინარე კონტრაქტი 2012 წლის ზაფხულში იწურებოდა, გაგრძელების შემდეგ კი ვადა 2014 წლამდე გაიზარდა.
"მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში ლუსიოს ხელფასი იგივე იქნება, ბოლო წელს კი მისი ხელფასი მოიმატებს.” – განაცხადა მენეჯერმა სანდრო ბეკერმა.
დიდი ალბათობით ლუსიო კარიერას ინტერში დაამთავრებს, ვინაიდან 2014 წელს ის უკვე 36 წლის იქნება.
ნანახია: 658 | დაამატა: interista | თარიღი: 26.07.2011 | კომენტარი (2)

საიტის მენიუ
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter