ოთხშაბათი, 15.05.2024, 09:28
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ივლისი » 25

ნანახია: 649 | დაამატა: inter | თარიღი: 25.07.2011 | კომენტარი (0)





როგორც იტალიური გამოცემა კორიერე დელო სპორტი იტყობინება, მილანის ინტერი მანჩესტერ სიტის” თავდამსმელის, კარლოს ტევესის ერთი სეზონით იჯარით აყვანას გეგმავს. 

წინასწარი მონაცემებით, უკვე 31 ივლისს იტალიური კლუბის წარმომადგენლები ინგლისური გუნდის თავკაცებს შეხვდებიან და მოსალოდნელ გარიგებაზე დაილაპარაკებენ. თუ კლუბების მესვეურები მორიგდებიან, არგენტინელი იგივე სქემით მოხვდება ახალ გუნდში, როგორც ზლატან იბრაჰიმოვიჩი აღმოჩნდა „ბარსელონადან" „მილანში". ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 706 | დაამატა: inter | თარიღი: 25.07.2011 | კომენტარი (2)




ჰონდურასის ნაკრების თავდამსხმელმა დავიდ სუაზომ "ინტერი" დატოვა და "კალიარიში" დაბრუნდა სათამაშოდ. სუაზო "კალიარის" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. სუაზოს კონტრაქტს "ინტერთან" ვადა ახლახანს გაუვიდა. "კალიარის" პრეზიდენტმა კი სუაზოს დაურეკა და სარდანიაზე დაბრუნდება შესთავაზა, რაზეც მან თანხმობა მიიღო. შეგახსენებთ, რომ სუაზო "კალიარიში" 1999–2007 წლებში თამაშობდა, მან 255 მატჩში 94 გოლი გაიტანა. 2007 წელს მან "კალიარი" დატოვა და "ინტერში" გადავიდა. მან "ინტერში" დამკვიდრება ვერ შეძლო. "ნერიაძურის" მაისურით მან მხოლოდ 36 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. "ინტერს" ფეხბურთელი ბოლო ორი სეზონის მანძილზე "ბენფიკაში" და "ჯენოაში" ჰყავდა განათხოვრებული. 31 წლის ფორვარდს ჰონდურასის ნაკრებში 54 მატჩი აქვს ჩატარებული და 16 გოლი აქვს გატანილი.

ნანახია: 548 | დაამატა: interinio | თარიღი: 25.07.2011 | კომენტარი (1)

საიტის მენიუ
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter