ოთხშაბათი, 15.05.2024, 16:44
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ივლისი » 28 » ბრანკა ტევესის აგენტს შეხვდა
13:43
ბრანკა ტევესის აგენტს შეხვდა




"Corriere dello Sport"-ის ინფორმაციით, მასიმო მორატიმ როგორც იქნა გადაწყვიტა და კარლოს ტევესის ტრანსფერთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯები გადადგა.
გუშინ, არგენტინელი ფორვარდის პირად აგენტს მილანური გრანდის სპორტული დირექტორი მარკო ბრანკა შეხვდა და როგორც შემდეგ გაირკვა, საუბარმა კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა. უფრო კონკრეტულად სწორედ ბრანკა მოგვითხრობს:

"დასამალი არ არის, რომ ტევესს ინგლისის დატოვება და კარიერის ან იტალიაში, ანაც ესპანეთში გაგრძელება სურს. შესაბამისად, ფეხბურთელის აგენტმა პირდაპირ მითხრა, რომ მისი კლიენტისთვის "ინტერი"ძალიან საინტერესო ვარიანტია. ჯერჯერობით, ოფიციალური წინადადება არ გაგვიკეთებია, მაგრამ არც ეს დროა შორს - ჩემი ინფორმაციით, მანჩესტერელები არგენტინელის სანაცვლოდ 56 მილიონ ევროს ითხოვენ და თუ ეს თანხა რეალურობამდე შემცირდება, მაშინ დიდია შანსი გარიგებაც შედგეს. კარგად ვიცი, რომ ტევესი უმაღლესი კლასის ფორვარდია და მის გადაბირებას 15 მილიონი ევრო არ ეყოფა, მაგრამ 56 მაინც ნამეტანია - უახლოეს დღეებში ინგლისელებს ოფიციალური წინადადებით მივმართავთ და ვნახოთ, რას გვიპასუხებენ”.
ნანახია: 580 | დაამატა: interista | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
1 La GazzettO DellO Sporti  
2
au magrad minda eg kaci intershi raaaa

2 interista  
1
es ro gadmovides albat militos gaushveben :) da pandevic miayolon mashin eg XE!

3 inter  
1
MilitO,etO, Pazzini, Pandevi + Tevezi ar ikneba bevri radgan Gasperini 3-4-3 atamashebs

4 inter  
1
ise naxet rogor mouxda tevezs interis porma atianebi

5 interinio  
0
martla mouxda InteriS porma Tevezs

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter