ხუთშაბათი, 16.05.2024, 06:31
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ივლისი » 27 » დეშამი: "მილანი" და "ინტერი" სერია ა–ში ყველაზე ძლიერები არიან"
19:12
დეშამი: "მილანი" და "ინტერი" სერია ა–ში ყველაზე ძლიერები არიან"


დიდიე დეშამმა ისაუბრა მომავალ სეზონზე და სერია ა–ს ფავორიტებზე, სადაც აღნიშნა, რომ ყველაზე ძლიერები "მილანი" და "ინტერი" არიან.
დეშამმა "იუვენტუსის" ახალ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს წარმატებები უსურვა, მაგრამ დაამატა ისიც, რომ მის გუნდს არ ელის მომავალ სეზონში იოლი გასეირნება.
დეშამი მოგეხსენებათ ტურინელებს სათავეში 2006/2007 წლებშიც ედგა, მაგრამ ახლა იგი ფრანგულ "მარსელს" წვრთნის, სადაც მან თავისი მოსაზრება დააფიქსირა.
"ანტონიო ჩემი კარგი მეგობარია. ჩვენ ცოტახნისწინ ვესაუბრეთ ერთმანეთს და მე მას წარმატებები ვუსურვე მომავალ სეზონში, რასაც მუდამ ვაკეთებ მე". ციტირებს დეშამის სიტყვებს "La Gazzetta dello Sport"–ი.
მაგრამ ამის მიუხედავათ სპეციალისტს მიაჩნია, რომ მომავალ სეზონში "ბებერი ქალბატონები" ყველაფრის დომინირებას ვერ შეძლებენ, რადგან სერია ა–ს ორი უძლიერესი კლუბი ჰყავს "მილანისა" და "ინტერის" სახით, რომლებიც ამ ტურნირის მთავარ ფავორიტებად ითვლებიან: "ამჟამად ტურნირის უძლიერსი კლუბები "მილანი" და "ინტერი" არიან, რომლებიც მთავარი ფავორიტები არიან სერია ა–ს მოგების, რის გამოც ტურინელებს ძალიან გაუჭირდებათ დასახული მიზნისთვის მიღწევა, მაგრამ თუ ისინი განახორციელებენ კარგ ტრანსფერებს მაშინ შეეძლებათ, გაუწიონ კონკურენცია "მილანს" და "ინტერს" ტიტულისთვის". – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
ნანახია: 586 | დაამატა: interista | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
1 inter  
0
flag3 Celsac unda Movigot SkudetO:flag3:

2 inter  
0
sagolinteriniodzma magari statiebi dade

3 interinio  
0
MILANIC GADZLIERDA BOLO 2CELIAAAA

4 La GazzettO DellO Sporti  
0
MARTALIA EG KACI ISE MINTERI DA MILANI IBRDZVIS CELSAC

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter