ოთხშაბათი, 15.05.2024, 19:27
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ივლისი » 14 » გადავა სნეიდერი “მანჩესტერში?”
13:49
გადავა სნეიდერი “მანჩესტერში?”




უკვე ტრადიციად იქცა, რომ ვარსკვლავების ერთი გუნდიდან მეორეში გადაბარგებას წინ დიდი ვნებათაღელვა, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული უამრავი ჭორ-მართალი და საბოლოოდ, სრული გაუგებრობა უძღვის ხოლმე, ასეა "ინტერის” ლიდერით უესლი სნეიდერით "მანჩესტერის” დაინტერესების შესახებ ინფორმაციის გაჟღერების წუთიდან და ეს ყველაფერი დღემდე გრძელდება.

უკანასკნელი მონაცემებით, "მანჩესტერის” აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ჯილი მასიმო მორატისთან მოსალაპარაკებლად არა იტალიაში, როგორც აქამდე იყო ცნობილი, არამედ შვეიცარიაში იმყოფება, სადაც ევროპული კლუბების შეფობის შეხვედრაა დაგეგმილი. სხვადასხვა ცნობებით, ჯილმა იტალიელებთან შეთანხმებასაც მიაღწია და "დეილი მირორმა” ისიც დაწერა, სნეიდერი 48 საათში 35 მლნ ფუნტისა და კვირაში 190 000-იანი ანაზღაურების სანაცვლოდ "მანჩესტერელი” გახდებაო. იქვე გაჩნდა კითხვა, როგორ შეძლო ჯილმა და ჰოლანდიელი ვარსკვლავის მოთხოვნა კვირაში 250000 ფუნტად რომ ფასდებოდა, ასე შეამცირა, თუმცა ყველაფერი მის დიპლომატიურ ნიჭს დაუკავშირეს.

ყველაფერ ამის პარალელურად, გუშინ ამერიკულ ტურნეში მყოფმა სერ ალექს ფერგიუსონმა "იუნაიტედის” ქომაგთა იმ ნაწილის იმედებს, რომელიც სნეიდერის "გაეშმაკებას” სულმოუთქმელად ელის, ცივი წყალი გადაასხა და თქვა, რომ "ინტერმა” თავისი ლიდერის გაყიდვის ყველანაირი შესაძლებლობა გამორიცხა, თუმცა "ნიუ ინგლანდ რევოლუშენთან” მოგებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისევ ორაზროვანი განცხადება გააკეთა, "ვნახოთ, როგორ დასრულდება მოლაპარაკებებიო”, ასე რომ, როგორც ჩანს, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი…
ნანახია: 542 | დაამატა: interista | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
1 interista  
2
es erti da sxva mravali :D flag3

2 inter  
1
Sagol Interista kaiaaa :))) Aci shegidzlia damoukideblad dadO siaxle ...

3 interinio  
0
flagitaly intershi darceba ...

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter