ოთხშაბათი, 15.05.2024, 17:58
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ივლისი » 16 » გასპერინი: ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობ
16:03
გასპერინი: ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობ



მილანის "ინტერის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ იმ სათამაშო სქემაზე ისაუბრა, როგორითაც თამაშს თავის გუნდს უპირებს. მწვრთნელმა დასძინა, რომ სქემა 3-4-3 მისთვის ერთადერთი არ იქნება.
"ვოცნებობ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ჩემპიონატის მოგებაც. მინდა "ინტერი" იმავე სტილს მივაჩვიო, რომელმაც წარმატება "ჯენოაში" მომიტანა. ძალიან მიყვარს შემტევი ფეხბურთი და მსურს, რომ "ინტერი" სწორედ ასე თამაშობდეს და თან შედეგსაც აღწევდეს.
როცა მეტოქე ორი თავდამსხმელით გვეთამაშება, ჩვენ უკან სამ მოთამაშეს ვაყენებთ. თუ მოწინააღმდეგე სამი თავდამსხმელით გვიტევს, დაცვაში ოთხს ვამწესებთ. მთელი ეს საკითხი 3-4-3-ის შესახებ - კლიშეა. გუნდში ყველას ექნება, სულ ცოტა, ორ პოზიციაზე თამაშის საშუალება, - განაცხადა გასპერინიმ კლუბის ტელეარხზე გამოსვლისას.
ნანახია: 589 | დაამატა: interista | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
1 inter  
1
interista sagol dzma kai statia ....

2 La GazzettO DellO Sporti  
1
იტალიური კლუბების ზედმეტსახელები

"მილანი" – შავ–წითლები, როსონერი.

"ინტერი" – ნერიაძური, შავ–ლურჯები.

"ნაპოლი" – ცისფრები.

"უდინეზე" – ზებრები, შავ–თეთრები.

"ლაციო" – თეთრ–ლურჯები, არწივები.

"რომა" – მგლები, ყვითელ–წითლები

"იუვენტუსი" – ბებერი ქალბატონი, ბიანკონერი, შავ–თეთრები.

"პალერმო" – ვარდისფრები.

"ფიორენტინა" – იისფრები, იები.

"ჯენოა" – ლურჯ–წითლები.

"კიევო" – ლურჯ–ყვითლები , მფრინავი ვირები.

"პარმა" – ყვითელ–ლურჯები, ჯვაროსნები.

"კატანია" – ცისფერ–წითლები, სპილოები.

"კალიარი" – ლურჯ–წითლები, ლუნძულელები.

"ჩეზენა" – გველთევზები.

"ბოლონია" – ლურჯ–წითლები

"ლეჩე" – წითელ–ყვითლები, მგლები.

"სამპდორია" – სამპა, ცისფრები.

"ბრეშა" – ლურჯ–თეთრები, პატარა მერცხლები.

"ბარი" – თეთრ–წითლები , მამლები.

"ატალანტა" – ნერიაძური, ქალღმერთები.

"სიენა" – შავ–თეთრები.

"ნოვარა" – ლურჯ–თეთრები.

3 interinio  
0
Yvelaze Magari ნაპოლი" – ცისფრები. iA :D:D:D:D Sagol La Gazzetto Delo sport-i :D:D:D

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter