ოთხშაბათი, 15.05.2024, 07:57
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ივლისი » 4 » ინტერმა ნაგატომო დაიკანონა
15:26
ინტერმა ნაგატომო დაიკანონა




მილანის ინტერმა იაპონელი მცველის, იუტო ნაგატომოსთან დაკავშირებით ყველა ფორმალობა მოაგვარა და 24 წლის ფეხბურთელიც "ნერაძურის” სრულუფლებიანი წევრი გახდა.
 Goal-ის ინფორმაციით, დღემდე იუტოზე უფლებები ჩეზენას ეკუთვნოდა და გასული სეზონის მეორე ნახევარი აზიელმა "ინტერში” განათხოვრების წესით გაატარა. მან მწვრთნელებს და კლუბის ხელმძღვანელობას თავი იმდენად მოაწონა, რომ მილანელებმა მისი გამოსყიდვა გადაწყვიტეს და 6 მილიონი ევროს ფასად მიზანსაც მიაღწიეს.

წყაროს ცნობით, ტრანსფერის ნაწილი ინტერმა თავისი აღზრდილების - ლუკა კალდიროლისა და ლუკა გარიტანოს ჩეზენაში გაშვებით დაფარა.

ნანახია: 647 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter