ოთხშაბათი, 15.05.2024, 09:53
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ივლისი » 16 » ლუსიოს აგენტი ინტერის ხელმძღვანელობას შეხვდება
02:05
ლუსიოს აგენტი ინტერის ხელმძღვანელობას შეხვდება




ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და მილანის ინტერის მცველის, ლუსიოს საფეხბურთო აგენტი, ხვალ იტალიაში ჩავა და კლუბის ხელმძღვანელობასთან მისი კლიენტის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს.
Football Italia-ს ცნობით, 33 წლის ბრაზილიელის მოქმედი კონტრაქტი 2012 წლის ივნისში იწურება და მისი გახანგრძლივება ორივე მხარეს სურს.
 მიუხედავად ასეთი სურვილისა, მხარეებმა აქამდე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რისი მიზეზიც ახალი კონტრაქტის ხანგრძლივობა გახდა. ლუსიოს სურს, რომ ინტერთან ხელშეკრულება 2014 წლამდე გააფორმოს, იტალიური მხარე კი, მას მხოლოდ დამატებით ერთწლიან ურთიერთობას სთავაზობს. ახლანდელი შეთანხმებით, ბრაზილიელი ფეხბურთელი ხელფასის სახით წელიწადში 3 მილიონ ევროს იღებს. 


 ლუსიო ინტერში
2009 წელს მიუნხენის ბაიერნიდან გადავიდა და სერია A-ს 62 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა. ყველა ტურნირში ერთად აღებული, მან ლურჯ-შავი მაისური 93 მატჩში მოირგო და სამი გოლი გაიტანა.

ნანახია: 545 | დაამატა: interinio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
1 inter  
1
seria a shi 62 da saertod chempionta ligis da italiis tasis chatvlit 93 tamashi caatara 2 celicadshi .. xumrobt tO magdens 4-5 celicadshi zogi ver tamashobs ... 2 cliani ki ara 3 cliansac unda gaapormon tO...

2 interinio  
0
flag3 Aba dzma shen egatkvi

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter