ოთხშაბათი, 15.05.2024, 23:37
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ივლისი » 22 » მატერაცი: ლეონარდო მოღალატეა და როდესაც შევხვდები, ამას პირში ვეტყვი
00:20
მატერაცი: ლეონარდო მოღალატეა და როდესაც შევხვდები, ამას პირში ვეტყვი


ბოლო ორი წელია, ვისაც არ ეზარება ლეონარდოს ყველა მოღალატეს ეძახის და ამ ადამიანთა რიცხვს მარკო მატერაციც შეუერთდა. 37 წლის მცველმა ამ ზაფხულს დატოვა "ინტერი" და ჯერ კიდევ არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას. თუ რატომ არის მარკო ასე გაბრაზებული ექს-დამრიგებელზე, ამას მისი კომენტარიდან შეიტყობთ:
"ყველამ კარგად იცის, რომ ჩემი გული "ინტერს" ეკუთვნის, ამიტომ, ამ გუნდიდან ჩემი ნებით არასდროს წავიდოდი. მილანურ გრანდში მსურდა დარჩენა, მაგრამ ლეონარდოსთან საუბრის შემდეგ, მივხვდი, რომ ეს აბსურდული გადაწყვეტილება იქნებოდა.
ლეომ მითხრა, რომ მის გეგმებში არ ვჯდებოდი და შემეძლო სხვა გუნდი მომეძებნა. კიდევ ერთხელ ვცადე მასთან დალაპარაკება, მაგრამ მოკლედ მომიგო, რომ ახალგაზრდებზე აპირებდა აქცენტის გაკეთებას. სხვა არაფერი დამრჩენოდა და გუნდიდან წამოსვლის გადაწყვეყეტილება მივიღე, კონტრაქტი კი ორმხრივი სურვილის შესაბამისად გაუქმდა. ერთი სიტყვით, "ნერაძური" ლეონარდოს გამო დავტოვე, მან კი მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და "ინტერიდან" საერთოდ წავიდა.
ერთი ხანობა, ხმას არ ვიღებდი, რადგან ჩავთვალე, რომ ლეომ ეს გადაწყვეტილება სპონტანურად, ფიქრის გარეშე მიიღო და გაგებით მოვეკიდე მომხდარს, რადგან ყველას გვაქვს უფლება შეთავაზებას მომენტალურად დავთანხმდეთ. თუმცა შემდეგ თავად ლეოს კომენტარი წავიკითხე და გავიგე, რომ თურმე ფრანგებთან მოლაპარაკება სეზონის დასრულებისთანავე წამოუწყვია.
სამწუხაროა, რომ ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცა და ისე გამიშვა გუნდიდან, არც კი იცოდა, თავად დარჩებოდა თუ არა დაკავებულ პოსტზე. ლეო მოღალატეა და როდესაც შევხვდები, ამას პირში ვეტყვი".
"ინტერთან" დაკავშირებით, იტალიურ პრესაში არაერთი ინფორმაცია ვრცელდება და ზოგადად, ბოლო კვირაში ყველაზე აქტუალური საკითხი სწორედ სკუდეტოს "ნერაძურისთვის" დაბრუნების ამბავი გახლდათ. მასიმო მორატიმ კმაყოფილება გამოთქვა მომხდარით და ამის შესახებ გუშინდელ ნომერში გამცნეთ, დღეს კი ვესლი სნეიდერის შესაძლო გასხვისების შესახებ გაკეთებულ მის განცხადებას გავეცნოთ:
"ყველამ იცის, რომ სნეიდერის გადაბირებით "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული და მასში საკმაოდ დიდ თანხასაც გვაძლევენ. თუმცა, ფული არასდროს ყოფილა ჩემთვის პრიორიტეტი და თუ კი ჰოლანდიელი ჩვენთან დარჩენას მოისურვებს, არც ერთ შემთხვევაში არ გავასხვისებთ. ვესლიმ მოსაფიქრებლად დრო ითხოვა და ჩვენც პასუხის მოლოდინში ვართ. უახლოეს დღეებში ჯანპიერო გასპერინისაც გავესაუბრები და ამ საკითხზე მის მოსაზრებასაც მოვისმენ".
მორატის ჯანპიერო გასპერინი ტყუილად არ უხსენებია - არის ეჭვი, რომ ახალი მწვრთნელის გეგმებში ჰოლანდიელი არ ჯდება და თუ ეს მართლაც ასეა, კლუბის პრეზიდენტმა დროულად უნდა გაიგოს. გასპერინის "ჯენოა" 3-4-3, ან 4-3-3 ტაქტიკით თამაშობდა, სადაც ერთ გამოკვეთილ ფორვარდს, ფლანგებიდან გარემარბები, უკნიდან კი სამი საყრდენი ნახევარმცველი უმაგრებდა ზურგს. ანუ, გასპერინი გამთამაშებლის პოზიციას არ წყალობს, 27 წლის ჰოლანდიელს კი "ინტერში" სწორედ ეს როლი ჰქონდა დაკისრებული. ვნახოთ, საინტერესოა რას იტყვის გასპერინი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად სნეიდერი.
გასარკვევია კიდევ ერთი ფეხბურთელის, გორან პანდევის ამბავი, რომელსაც "ინტერში" სურს დარჩენა და ამას მისი აგენტი, კარლო პალავიჩინო ადასტურებს: "გორანი საკმაოდ კარგ ფორმაშია და საკონტროლო შეხვედრებში მაღალ დონეზე ასპარეზობს. მისი სურვილია, რომ ახალ მწვრთნელს თავი საუკეთესო კუთხით დაანახვოს და კიდევ დიდ ხანს დარჩეს "ინტერის" შემადგენლობაში. პანდევს შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში, თუმცა ყველაზე უკეთ გარემარბობა გამოსდის - გასპერინი სამი შემტევით თამაშობს და გამომდინრე აქედან, პანდევის საჭიროება სრულიად აშკარაა".
ჯერჯერობით, სრულიად აშკარა მხოლოდ ის არის, რომ პანდევს "ინტერში" სურს დარჩენა, აი გასპერინი კი თავის სიტყვას მოსამზადებელი ციკლის პირველი ეტაპის შემდეგ იტყვის. ბოლოს, სწორედ სენიორ ჯანპიეროს მოვუსმინოთ:
"საწვრთნელი პროცესის პირველი ეტაპის შემდეგ, შემადგენლობასთან დაკავშირებით უკვე ჩამოყალიბებული ვიქნები და ისიც მეცოდინება, ვინ უნდა დატოვოს გუნდი და ვინ შეიძლება დავიმატოთ. ჯერჯერობით, ფეხბურთელთა გარჯით კმაყოფილი ვარ და იმედია, ასევე გაგრძელდება. მონდომება და ენთუზიაზმი არ აკლიათ, რაც წარმატების მთავარი საწინდარია. პირველი სერიოზული გამოცდა პეკინში გველის, სადაც იტალიის სუპერთასის პაექრობა უნდა გავმართოთ. "მილანთან" დაპირისპირების პრინციპულობაზე საუბარი ზედმეტია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გულშემატკივრები გავახაროთ. ფავორიტი? - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფავორიტის დასახელება უმადური საქმეა - შანსები 50/50-ზეა და გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც უკეთ აღმოჩნდება მომზადებული კონკრეტული შეხვედრისთვის. ვპირდები თუ არა გულშემატკივრებს გამარჯვებას? - ეს არასერიოზული განცხადება იქნებოდა ჩემი მხრიდან, რადგან 100%-ით დარწმუნებული ვერაფერში იქნები. ერთი ვიცი და შემიძლია თამამად ვთქვა: "ინტერის" თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად მოინდომებს, დანარჩენი კი გამოჩნდება".
ნანახია: 626 | დაამატა: interista | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
1 interista  
1
bratci interneti ar mqonda da ver vdebdi ra statiebs :)

2 inter  
1
Gaixare dzma ramdeni siaxle dagidia sagol sagol

3 inter  
1
interista Umagresi statia did siamovnebit davjdebi da exla cavikitxeb :))

4 interinio  
1
Sagol Umagresi statiebi dagimatebia Dzma ... Namdvili Interista xar Raa

5 interinio  
1

6 La GazzettO DellO Sporti  
1
egre ra dadet bevri siaxleeee

7 La GazzettO DellO Sporti  
1
********************
***Gaixare InteriniO***
********************

8 inter  
0
flagitaly Martla dzan SainteresO Statia :)) Imena Interis shida ambebiaa

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter