ოთხშაბათი, 15.05.2024, 17:58
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ივლისი » 25 » ოფიციალურად: დავიდ სუაზო კალიარიში გადავიდა
19:28
ოფიციალურად: დავიდ სუაზო კალიარიში გადავიდა




ჰონდურასის ნაკრების თავდამსხმელმა დავიდ სუაზომ "ინტერი" დატოვა და "კალიარიში" დაბრუნდა სათამაშოდ. სუაზო "კალიარის" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. სუაზოს კონტრაქტს "ინტერთან" ვადა ახლახანს გაუვიდა. "კალიარის" პრეზიდენტმა კი სუაზოს დაურეკა და სარდანიაზე დაბრუნდება შესთავაზა, რაზეც მან თანხმობა მიიღო. შეგახსენებთ, რომ სუაზო "კალიარიში" 1999–2007 წლებში თამაშობდა, მან 255 მატჩში 94 გოლი გაიტანა. 2007 წელს მან "კალიარი" დატოვა და "ინტერში" გადავიდა. მან "ინტერში" დამკვიდრება ვერ შეძლო. "ნერიაძურის" მაისურით მან მხოლოდ 36 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. "ინტერს" ფეხბურთელი ბოლო ორი სეზონის მანძილზე "ბენფიკაში" და "ჯენოაში" ჰყავდა განათხოვრებული. 31 წლის ფორვარდს ჰონდურასის ნაკრებში 54 მატჩი აქვს ჩატარებული და 16 გოლი აქვს გატანილი.

ნანახია: 549 | დაამატა: interinio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 inter  
0
flagitaly ver gaamartla ra suazo mainc ...

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter