ოთხშაბათი, 15.05.2024, 03:21
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ივლისი » 25 » ტევესი იჯარით?
20:23
ტევესი იჯარით?





როგორც იტალიური გამოცემა კორიერე დელო სპორტი იტყობინება, მილანის ინტერი მანჩესტერ სიტის” თავდამსმელის, კარლოს ტევესის ერთი სეზონით იჯარით აყვანას გეგმავს. 

წინასწარი მონაცემებით, უკვე 31 ივლისს იტალიური კლუბის წარმომადგენლები ინგლისური გუნდის თავკაცებს შეხვდებიან და მოსალოდნელ გარიგებაზე დაილაპარაკებენ. თუ კლუბების მესვეურები მორიგდებიან, არგენტინელი იგივე სქემით მოხვდება ახალ გუნდში, როგორც ზლატან იბრაჰიმოვიჩი აღმოჩნდა „ბარსელონადან" „მილანში".

თავდაპირველად კარლიტოს სამუელ ეტოოში გაცლის ვარიანტი განიხილებოდა, თუმცა მანჩესტერელებმა ამ გარიგებაზე უარი თქვეს და კამერუნელი ფორვარდის ნაცვლად, ტევესში 45 მილიონი ევრო მოითხოვეს.

ამასობაში, „ინტერის” ბრაზილიელი მცველის, ლუსიოს საფეხბურთო აგენტმა განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 33 წლის მცველის ხელშეკრულება 2012 წლის ზაფხულში იწურებოდა, ხოლო გაგრძელების შემდეგ, ბრაზილიელს 2014 წლის ზაფხულამდე შეუძლია, მშვიდად იყოს.

„შემდეგი ორი სეზონის განმავლობაში ლუსიოს ხელფასი იგივე დარჩება, ხოლო კონტრაქტის ბოლო წელს ანაზღაურება გაიზრდება", - თქვა მენეჯერმა სანდრო ბაკერმა. სავსებით რეალურია, რომ ლუსიომ რომელიც 2014 წელს უკვე 36 წლის იქნება, „ინტერშივე” დაასრულოს კარიერა.

ნანახია: 706 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
1 inter  
0
flag3 flag3 flag3 flag3 flag3

Va Magari Ikneba tO Tevezi

2 interinio  
0
AU MAGRAD MINDA EG KACI INTERSHIIIIIIIII

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter