ოთხშაბათი, 15.05.2024, 13:11
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ივლისი » 14 » ვიეირამ კარიერა დაასრულა
23:51
ვიეირამ კარიერა დაასრულა





35 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა, პატრიკ ვიეირამ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება და 18-წლიანი პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
 ფეხბურთისთვის თავის დანებების შემდეგ, პატრიკ ვიეირა მანჩესტერ სიტის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ფრანგი საყრდენი ნახევარმცველი სწორედ ქალაქელთა რიგებში თამაშობდა.
 მანჩესტერ სიტიში გადასვლამდე ვიეირა კანში, მილანში, არსენალში, იუვენტუსსა და ინტერში თამაშობდა.
 კარიერას საუკეთესო წლები ვიეირამ არსენალში გაატარა. 1996-2005 წლებში, ლონდონელთა რიგებში მან 271 მატჩი ჩაატარა. "არსენალთან” ერთად ფრანგმა 3-ჯერ პრემიერლიგა, 3-ჯერ ასოციაციის თასი და ამდენჯერვე ქომუნითი შილდი მოიგო. ინტერთან ერთად ვიეირას 4-ჯერ სერია A და 2-ჯერ იტალიის სუპერთასი აქვს მოგებული. იუვენტუსთან ერთად, 2005-06 წლებში, მან იტალიის ჩემპიონატი კი მოიგო, მაგრამ მოგვიანებით ტურინელებს ეს ტიტული ჩამოართვეს. კარიერაში ბოლო ჯილდო ვიეირამ 2010-11 წლებში მოიგო, როდესაც "მანჩესტერ სიტისთან” ერთად ასოციაციის თასზე იმარჯვა.
საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში პატრიკ ვიეირა 1997-2009 წლებში თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში, ეროვნული გუნდის მაისურით მან 107 მატჩი ჩაატარა. ნაკრებში ვიეირამ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, ასევე კონფედერაციის თასი მოიგო.

ნანახია: 830 | დაამატა: interinio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 inter  
0
Arsenalshi magrat Tamashobda Viera raa .... intershi mainc ver gakacaaa

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter