ინტერის" ვეტერანი არგენტინელი ფორვარდი დიეგო მილიტო კვლავ ტრავმირებულია, თუმცა მალე დაიწყებს ვარჯიშს და სექტემბრის შუა რიცხვებში თამაშსაც შეძლებს. ყოველ შემთხვევაში, ის ამას იმედოვნებს და სურს 15 სექტემბერს "იუვენტუსთან" შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა:" ჯერჯერობით არ ვიცი როდის ჩავდგები მწყობრში. არ მინდა არც თქვენ მოგატყუოთ და არც საკუთარი თავი მოვიტყუო. ასე არასოდეს დავშავებულვარ. ჯოჯოხეთური ტკივილი მქონდა. კი მქონდა კუნთების პრობლემები, თუმცა ამასთან შედარება არც შეიძლება. ძნელია უქმობა და იმის ყურება, რომ გუნდს ვერაფრით ეხმარები. ექიმები ვერ მეუბნებიან როდის მოვმჯობინდები. მთავარია საქმე უკეთა მაქვს და მწყობრში ჩავდგები". მილიტომ "ინტერში 153 მატჩში 73 გოლი გაიტანა და მისი დახმარება გუნდს ძალიან ჭირდება.
|
გუშინ, ჟურნალისტებმა "ინტერის” საწვრთნელ ბაზაზე გუნდის კაპიტანი ხავიერ ძანეტი გამოიჭირეს და კითხვების კორიანტელი დააყარეს.
- როგორ ფიქრობთ, შეძლებს ნერიაძური ამჟერად მაინც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას? - ბიჭები ისეთი შემართებით ვარჟიშობენ, ყველაფერი გამოუვათ. რაც მალე დავივიწყებთ გასულ წარუმატებელ სეზონს, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის.< ... კითხვის გაგრძელება » |
მილანის "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ახსნა თუ რატომ გადაწყვიტა მისი კუთვნილი საფეხბურთო კლუბ მილანის "ინტერის" აქციათა ნაწილის გაყიდვა. საყურადღებოა, რომ დონ მასიმომ კვლავ არ გაამხილა ეს წილი საკონტროლო პაკეტია თუ არა, თუმცა საკმაოდ ვრცლად ილაპარაკა ამ თავის ნაბიჯზე: "ბევრს სპეკულირებენ თითქოს "ინტერს" დიდი ვალები ჰქონდეს, რაც სიმართლეს არ შეეფერება, რადგან ჩვენც იმხელა ვალი გვაქვს, რამდენიც სხვა იტალიურ კლუბებს და მათი დაფარვა ჩემი სახსრებითაც უპრობლემოდ შემიძლია, მაგრამ საქმე ისაა, რომ მე შემდგომ განვითარებაზე ვზრუნავ. შემოსავლები მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს, ამისათვის კი აუცილებელია აზიურ ბაზარზე გასვლა, "ინტერი" მსოფლიო ბრენდი უნდა გახდეს, თორემ საფეხბურთო ბაზრის განვითარებას ჩამოვრჩებით. ეს დროში გაწელილი პროექტია, მაგრამ აუცილებელი. ის კლუბები, რომლებიც აზიაში "მუშაობენ" ბევრად მეტ შემოსავალს ი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გუშინ გინესის საერთაშორისო ტურნირის ეგიდით გამართულ შეხვედრაში ერთმანეთს 1/4 ფინალში დამარცხებული ”ვალენსია” და მილანის ”ინტერი” შეხვდნენ. შეხვედრა ვალენსიელთა სასარგებლოდ მოულოდნელი შედეგით – 4:0 დასრულდა.
ანგარიში მატჩში ბანეგამ უკვე მეათე წუთზე გახსნა. 33-ე წუთზე თავისი გუნდის უპირატესობა ვიერამ გაზარდა. მეორე ნახევრის მე-11 წუთზე კი თავის ანგარიშზე ბურთი ჟონასმა ჩაიწერა – 3:0. წერტილი კი მეორე გოლის ავტორმა ვიერამ დასვა, რომელმაც დუბლის გაფორმება მოახერხა. ... კითხვის გაგრძელება » |
ფრანგმა თავის დროზე შესაძლოა "ნერაძურის” სამწვრთნელო პოსტი დაიკავოს.
ბრიტანული პრესა თითქმის სენსაციურ სიახლეს ავრცელებს – "ინტერი” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის პოტენციურ კანდიდატად გუნდის ექს-ფეხბურთელს, პატრიკ ვიეირას განიხილავს, რომელიც ამჟამად "მანჩესტერ სიტის” რეზერვისტებს ხელმძღვანელობს. მომავალი სეზონის დაწყებამდე, "ნერაძურიმ” ახალი სპეციალისტი უკვე დანიშნა გუნდის თავკაცად, ვალტერ მაცარის სახით, თუმცა მოცემული წყარო იტყობინება, რომ თუ იტალიელს "ჯუზეპე მეაცაზე” საქმე ისე არ წაუვა, როგორც კლუბის ხელმძღვანელობას სურს, მაშინ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ექს-კაპიტანი შესაძლოა მისი შემცვლელი გახდეს. ვიეირა "ინტერის” შემადგენლობაში 2006-წლიდან 2010-წლამდე ირიცხებოდა, სადაც "მილანიდან” გადაბარგდა, მას შემდეგ, რაც კალჩოპოლის ცნობი ... კითხვის გაგრძელება » |
რომაული კლუბის თავდამსხმელი პაბლო დანიელ ოსვალდო თანახმაა "რომა" "ინტერზე" გაცვალოს.
"ინტერის მხრიდან ოსვალდოს დაინტერესების შესახებ, შეესაბამება თუ არა სიმართლეს? შემიძლია ვთქვა, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს,"–განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა. "მას დანამდვილებით სურს ინტერში თამაში, მაგრამ ამჟამა ... კითხვის გაგრძელება » |
იტალიური "ინტერი", რუსული "ანჟი" და ფრანგული "მონაკო" მზად არიან იბრძოლონ ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი ფეხბურთელისათვის, ლუის ნანისთვის. იტყობინება, TribalFootball.
სამივე კლუბი უახლოვეს დროში "მანჩესტერ იუნაიტედს" შეთავაზებას გაუკეთებს პორტუგალიელის ტრანსფერის თაობაზე. "ინტერი" და "ანჟი" მზად არიან ფეხბურთელში დაახლოვებით 10 მილიონი ევრო გადაიხადონ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედისათვის" სულაც არ არის ურიგო თანხა. ერთადერთი პრობლემა კი ის არის, რომ თავად ნანის წლიურად ანაზღაურების სახით არანაკლებ 7 მილიონი ევრო სურს. |
როგორც Corriere dello Sport იტყობინება, "რომას" 31 წლის თავდამსხმელი მარკო ბორიელო შესაძლოა მილანის "ინტერში" გადავიდეს არენდის წესით.
"ნერაძურის" ხელმძღვანელობამ უკვე აწარმოა მოლაპარაკებები "რომას" სპორტულ დირექტორთან ვალტერ საბატინთან. ფორვარდზე პრეტენზიას ასევე "ჯენოა" აცხადებს, რომლის რიგებშიც ჩაატარა ბორიელომ გასული სეზონი. შეგახსენებთ, რომ მარკომ წინა სეზონში სერია A-ში 28 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლის გატანაც მოახერხა. |
ინტერმა" შესაძლოა, "უდინეზეს" ბრაზილიელი მცველი დანილო იყიდოს.
"ნეაძური" თავდაპირველად "ბაზელის" ჩეხი მცველის ალექსანდრე დრაგოვიჩის შეძენით იყო დაინტერესებული, მაგრამ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და მილანელებმა დრაგოვიჩის ალტერნატივის პოვნა დაიწყეს და როგორც ჩანს, იპოვეს კიდეც. "ინტერი" 29 წლის დანილოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს იწყებს და ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონი ევროს გადასახდელადაც მზად ყოფნას გამოთქვამს. |
მილანის "ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი აცხადებს, რომ იგი მოურინიოს ელაპარაკა და ჟოზემ დაბრუნების პირობა მისცა.
"მე დავურეკე მოურინიოს და წარმატებები ვუსურვე "ჩელსიში". რა მითხრა ჟოზემ? მან მითხრა, რომ "ინტერში" ისევ დაბრუნდება, სამი წლის შემდეგ",< ... კითხვის გაგრძელება » |
ლეონარდოს, ვინც ახლახანდს დატოვა "პარი სენ ჟერმენის” სპორტული დირექტორის პოსტი, "ინტერში” იწვევენ ამავე თანამდებობაზე. ლეონარდო 2010-11 წლებში იტალიური გრანდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ. |
ტურინის ”იუვენტუსის” ხელმძღვანელობამ მილანის ”ინტერში” მაურიცო ისლას გაშვებაზე უარი თქვა.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ჩილელი ”ბებერ ქალბატონს” გასული წლის ზაფხულს შეუერთდა, თუმცა ახალი გუნდის შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა და ჯამში სულ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ”ინტერი” ისლას შეძენით იყო დაინტერესებული. ერთმანეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან შევხვდით და ყველაფერი ავწონ-დავწონეთ”’, – განაცხადა ”შავ-თეთრების” დირექტორმა ბეპე მაროტამ. ”მთავარ მწვრთვნელთან კონსულტაციის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ”ნერაძურისთვის” უარი გვეთქვა. მიმდინარე ზაფხულს ისლა არ გაიყიდება”. |
ქუინს პარკ რეინჯერსის კარის დარაჯი ჟულიუ სეზარი "ნაპოლიში” გადასვლასთან ახლოსაა. აღნიშნულ ინფორამციას ბრაზილიელის აგენტი ჟოზიას კარდოზო ავრცელებს.
"საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, მაგრამ დიდი ალბათობით, სეზარი "ნაპოლიში” გადავა. თუმცა, ფეხბურთელსა და კლუბს შორის გარკვეული დეტალები კვლავ შესათანხმებელია. როდის დასრულდება ტრანსფერი? არ ვიცი. შესაძლოა დღეს, შესაძლოა – რამდენიმე დღეში. "ვილიარეალი”? ესპანელები ინტერესს იჩენდნენ, მაგრამ კონკრეტული არაფერი ყოფილა. კონკრეტული წინადადებით მხოლოდ "არსენალმა” და "ნაპოლიმ” მოგვმართეს.” – ციტირებს კარდოზოს სიტყვებს Sambafoot-ი. როგორც ცნობილია, საუბარი მიდის არენდის ხელშეკრულებაზე, ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებით. |