ხუთშაბათი, 28.03.2024, 12:13
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » მასალის არქივი



ნერაძური” მცველის თაობაზე "მანჩესტერ სიტის” შეთავაზებას უმზადებს.

მუხლის ტრავმის გამო, ინგლისის ეროვნული ნაკრების ფულბეკმა, გასულ სეზონში, "ცისფრების” მაისური მხოლოდ შვიდ შეხვედრაში მოირგო.

ტურინული პრესა იტყობინება, რომ "ინტერი” 25-წლის მიკა რიჩარდსის არენდით აყვანას აპირებს, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით. ფეხბურთელის ტრანსფერი 10 მილიონ ევროდ ფასდება.

მთავარი პრობლემა "სიტის” პოზიციაა, რადგან კლუბი მზადაა რიჩარდსი დაიტოვოს, ან გაყიდოს, თუმცა არენდა ინგლისელებს არ აინტერესებთ.
ნანახია: 677 | დაამატა: interinio | თარიღი: 06.07.2013 | კომენტარი (0)




სკანდალურმა ფორვარდმა "პარმაში” წასვლის მთავარ მიზეზზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, გუშინ, ფორვარდმა "ინტერი” ოფიციალურად დატოვა და კონტრაქტი სხვა, ახალ კლუბთან გააფორმა.

"მორატის, ბრანკასა და აუსილიოს მადლობელი ვარ, მაგრამ არა ვალტერ მაცარის. ხელშეკრულების გაფორმებამდე მან მითხრა, რომ სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად მთვლის, "ინტერში” ოფიციალურად მოსვლის შემდეგ კი ჩემი გაყიდვა გადაწყვიტა”, – აცხადებს 30-წლის ანტონიო.

"მაცარიმ წასვლა მაიძულა. მე კი მის გადაწყვეტილებას არ შევეწინააღმდეგე, რადგან "ინტერში” მის გეგმებში არ შევდიოდი”.
ნანახია: 715 | დაამატა: interinio | თარიღი: 06.07.2013 | კომენტარი (0)




 ალჟირული ფესვების მქონე ახალგაზრდა ფრანგი თავდამსხმელი ისაკ ბელფოდილი "ინტერის” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. მილანური კლუბის ვებგვერდის ცნობით, "პარმას” ყოფილმა შემტევმა "ნერაძურისთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

 იტალიური პრესის ცნობით, ბელფოდილის სატრანსფერო უფლებების 50%-ში "ინტერმა” 10 მილიონი ევრო გადაიხადა. ფეხბურთელი წელიწადში 1 მილიონ ევროს მიიღებს.

 ისაკ ბელფოდილი "პარმაში” 2012 წელს "ლიონიდან” გადავიდა. სერია A-ს გასულ გათამაშებაში ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 805 | დაამატა: Zanetti | თარიღი: 05.07.2013 | კომენტარი (2)

 


ვალტერ მაცარის "ინტერი" ბოლო ამხანაგურ შეხვედრას მადრიდის "რეალთან" გამართავს 10 აგვისტოს.

 პენციოლიში ამხანაგური თამაშების შემდეგ "ინტერი" აშშ-ში გაემგზავრება სადაც მაჩები 27 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
ნანახია: 750 | დაამატა: Zanetti | თარიღი: 05.07.2013 | კომენტარი (1)

 


კასანომ თავის პრეზენთაციაზე განაცხადა,რომ მან "ინტერი" მაცარისთან კონფლიკტის გამო დატოვა.

 "მე მადლობას ვუხდი პრეზიდენტ მორატის,სპორტდირექტორ ბრანკას და აუზილიოს,არა მაცარის.მაშინ,როცა მას "ინტერთან" კონტრაქტზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი განმიცხადა,რომ მე ვიქნებოდი ის ადამიანი,რომელიც ყოველი შეხვედრის სასტარტო შემადგენლობაში მოხდებოდა,მაგრამ მას შემდეგ,რაც მან "ინტერთან" კონტრაქტს ხელი მოაწერა იძულებული განხადა,რომ დამეტოვებინა კლუბი."
ნანახია: 724 | დაამატა: Zanetti | თარიღი: 05.07.2013 | კომენტარი (2)

 


ინტერი გახდა 3 ფეხბურთელის სრული მფლობელი,რომლებიც ინტერს" უფასოდ ერგო.

 ხუან პაბლო კარისო-ფეხბურთელი "ინტერს" იანვარში შეუერთდა არენდის წესით,მაგრამ სრულფასოვან კონტრაქტს მარტში მოაწერა ხელი.

 მარკო ანდრეოლი-ეს ფეხბურთელი "ინტერმა" ჯერ კიდევ თებერვალში გაიფორმა,მაგრამ იტალიურმა წყაროებმა მისი ოფიციალური ტრანსფერი ახლა დაადასტურეს.

 უგო კამპანიაროს "ნაპოლისთან" კონტრაქტი ამოეწურა და მისი გახანგძლივება არ გადაწყვიტა და "ინტერს" შეუერთდა.
ნანახია: 680 | დაამატა: Zanetti | თარიღი: 05.07.2013 | კომენტარი (3)




მილანის "ინტერის" ყოფილი ფორვარდი, 30 წლის იტალიელი, ანტონიო კასანო კარიერას "პარმაში" გააგრძელებს. ინფორმაციას, კლუბის ოფიციალური საიტი ადასტურებს.

ოფიციალური საიტი კასანოს შეძენასთან ერთად ადასტურებს, რომ ფეხბურთელს რომელსაც ხვალ საღამოს წარადგენს, აპირებს პრეზენტაციის მსვლელობისას ტრანსფერის ყველა დეტალები გაამხილოს. უკვე ცნობილია, რომ წინა კლუბების ნაცვლად კასანო ახალ კლუბშიც, 99 ნომრით იასპარეზებს.

ნანახია: 761 | დაამატა: interinio | თარიღი: 04.07.2013 | კომენტარი (4)





იტალიური "ინტერის" არგენტინელი თავდამსხმელი, 34 წლის დიეგო მილიტო, რომელმაც გასულ სეზონში უმძიმესი ტრავმა მიიღო და სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა, მწყობრში ოქტომბრის დასაწყისში ჩადგება. იტყობინება, Football-italia.

მილანის "ინტერის" სამედიცინო პერსონალი ადასტურებს, რომ მილიტომ აღდგენით პროცესსთან დაკავშირებით სერიოზული პროგრესი განიცადა. ექიმები ვარაუდობენ, რომ ვეტერანი არგენტინელი ფორვარდი და "ინტერის" გოლეადორი დაბრუნებას სექტემბრის მიწურულს ან ოქტომბრის დასაწყისში შესძლებს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა უმძიმესი ტრავმა მიმდინარე წლის თებერვალში მიიღო, როდესაც ევროპის ლიგის მატჩში მყესები გაიწყვიტა.


ნანახია: 778 | დაამატა: interinio | თარიღი: 04.07.2013 | კომენტარი (1)



მორატი და ტოჰირი


იტალიური მედიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში "ინტერის” პრეზიდენტი მასიმო მორატო კლუბის აქციების 40 პროცენტის გაყიდვის თაობაზე გამოაცხადებს.


აქციებს ინდონეზიელი ბიზნესმენი ერიკ ტოჰირი ყიდულობს. სოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი კლუბში 500 მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. "კორიერე დელო სპორტის” ცნობით, ამ დროისათვის გარიგების უკანა ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 770 | დაამატა: iri | თარიღი: 02.07.2013 | კომენტარი (3)




იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის შიდა ჩემპიონატის, თასისა და სუპერთასის დაწყებს თარიღები გამოაქვეყნა.

ამგვარად, სერია ა სტარტს 25 აგვისტოს აიღებს და 2014 წლის 18 მაისამდე გაგრძელდა. ჩატარდება სამი ტური, რომლის მატჩებიც ოთხშაბათს შედგება – შუა კვირას გუნდები ერთმანეთს 25 სექტემბერს, 30 ოქტომბერსა და 2014 წლის 26 მარტს დაუპირისპიდებიან.

გარდა ამისა, 8 სექტემბერს, 13 ოქტომბერსა და 17 ოქტომბერს სანაკრებო პაუზაა დაგეგმილი. 29 დეკემბრამდე კი გუნდებს საშობაო არდადეგები ელით.

რაც შეეხება იტალიის თასს, მისი ფინალი 2014 წლის 3 მაისს შედგება (სარეზერვო თარიღი: 7 მაისი). პირველი შესარჩევი რაუნდი სტარტს 4 აგვისტოს აიღებს.

ყველაზე ადრინდელი ტურნირის ჩატარება კი 18 აგვისტოსთვის არის დაგეგმილი. ეს იტალიის სუპერთასი იქნება, რომლისთვის ”იუვენტუსი” და ”ლაციო” იბრძოლებენ. სუპერთასის ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 726 | დაამატა: interinio | თარიღი: 02.07.2013 | კომენტარი (2)




ცრვენა ზვეზდას” მთავარი მწვრთნელი სლავიშა სტოიანოვიჩი ადასტურებს, რომ 34 წლის სერბი ნახევარმცველი, დეიან სტანკოვიჩი კარიერის გაგრძელების ორ ვარიანტს განიხილავს – "ფიორენტინა” და "ცრვენა ზვეზდა”.


"სტანკოვიჩს ჯერ კიდევ მანამდე ვესაუბრე, სანამ ცნობილი გახდებოდა, რომ ის "ინტერს” ტოვებს. დეიანი ჩემთან საუბრისას გულწრფელი იყო. მან მითხრა, რომ პრიორიტეტულად კარიერის "ფიორენტინაში” გაგრძელების ვარიანტს განიხილავს. თუმცა, თუ სტანკოვიჩს "იებთან” კონტრაქტის გაფორმება არ გამოუვა, ის სერბეთში ჩამოვა და კარიერას "ცრვენა ზვეზდაში” დაასრულებს.” – ციტირებს სტოიანოვიჩის სიტყვებს Football Italia. ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 695 | დაამატა: intereli | თარიღი: 02.07.2013 | კომენტარი (0)




დღეისათვის არსებობს დაახლოებით 10–მდე მოდერნიზებული სტადიონის მოდელი იტალიურ ფეხბურთში. ამ სტატიაში ნაჩვენებ მასალაში გათვალისწინებულია პროექტების ტექნიკურ–ეკონიმიკური მხარე და ფინანსებიც, თუმცა აქამდე ამ გეგმების განხორციელებას ხელს უშლიდა იტალიური ბიუროკრატიული სისტემა, რომელიც გასაქანს არ აძლევდა აპენინურ კლუბებს.

უკვე 3 წელია იტალიის პარლამენტში ცდილობენ შექმნან დოკუმენტი, რომელიც გაუმარტივებს გუნდებს არსებობას და ფინანსურად მეტ მოგებას მოუტანს. ზოგის იდ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 848 | დაამატა: interinio | თარიღი: 29.06.2013 | კომენტარი (3)




ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მეკარე ჟულიო სეზარი იტალიაში დაბრუნებასა და "რომაში” თამაშს არ გამორიცხავს. 33 წლის მეკარე იმასაც აცნობიერებს, რომ საკლუბო კარიერის ძლიერ გუნდში გასაგრძელებლად მას კონფედერაციის თასზე წარმატებით თამაში მართებს.

"თუ კონფედერაციის თასზე კარგად ვითამაშებ, ჩემს სამომავლო კარიერაში, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს. თუ ჩემპიონები გავხდებით, ჩემით არაერთი კლუბი დაინტერესდება.

ამჟამად, სრულად ნაკრებში თამაშზე ვარ კონცენტრირებული. იტალიური ფეხბურთისთვის ჩემი კარი დახურული არაა. ამ ქვეყანაში 8 შთამბეჭდავი წელი გავატარე და კარიერის პიკს მივაღწიე.

იტალიაში დაბრუნება კარგი იქნებოდა, რადგან ამ ჩემპიონატსა და ენას ვიცნობ. "რომა”? რომი შესანიშნავი ქალაქია და ამ ტრანსფერის განხორციელება გამორიცხული არაა.” – აცხადებს ჟულიო სეზარი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 677 | დაამატა: iri | თარიღი: 29.06.2013 | კომენტარი (2)

« 1 2 3 4 5 ... 348 349 »
საიტის მენიუ
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter