შაბათი, 27.04.2024, 05:45
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » მასალის არქივი



ჯერ კიდევ ახალი სეზონის მოლოდინში "მილანსა" "ინტერს" შორის აბონიმენტების გაყიდვაში დერბი დაიწყო. ორი მილანური კლუბი ერთმანეთს ეჯიბრება, თუ ვინ უფრო მეტი აბონიმენტის გაყიდვას შეძლებს. ჯერჯერობით "ინტერი" ლიდერობს, რადგან მათ 17 327 აბონიმენტის გაყიდვა მოახერხეს, ხოლო "მილანმა" 16 672.
ნანახია: 742 | დაამატა: interinio | თარიღი: 16.07.2013 | კომენტარი (2)




იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ალესანდრო ნესტამ, რომელიც ბოლო სეზონს ატარებს, განაცხადა, რომ საკუთარი თავის გამოცდა მწვრთნელის ამპლუაშიც სურს. 37 წლის ფეხბურთელი არ გამორიცხავს, რომ სამწვრთნელო კარიერა ოკეანის გაღმა დაიწყოს.

„მწვრთნელობა მართლაც მინდა, თუმცა ჯერ არ ვიცი, სად დავიწყებ სამწვრთნელო კარიერას. შესაძლოა, აშშ-ში ან კანდაში, თუმცა არც ევროპიდან დაწყებაა გამორიცხული. სამწვრთნელო კარიერის დაწყებას მომავალი წლიდან ვგეგმავ. ვგრძნობ, რომ ეს საქმე გამომივა", – ამბობს ნესტა.

გარდა ამისა, ვეტერანმა იტალიელმა მცველმა იტალიურ ფეხბურთში შექმნილი მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა.

„ამ დროისთვის იტალიაში ფული არ არის. საუკეთესო ფეხბურთელები ესპანეთში, ინგლისსა და გერმანიაში მიდიან. იტალია ქვემოთ ეშვება. იტალიური კლუბების მფლობელებს ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 770 | დაამატა: interinio | თარიღი: 16.07.2013 | კომენტარი (0)




ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი მაურიციო ისლა კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ჩილელი გასულ ზაფხულს "უდინეზედან" გადაბარგდა "ბებერ ქალბატონებში", მაგრამ "ბიანკონერიში" მან ფეხის დამკვიდრება ვერ შეძლო. "იუვენტუსის" რიგებში ისლამ მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა.

იტალიური პრესის თანახმად, ისლას მიმართ ინტერესს "ინტერი" იჩენს, რომელიც მზადაა ფეხბურთელში 6 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ ტურინელები ისლაში 7.5 მილიონი ევროს აღებას გეგმავენ.

ივარაუდება, რომ კვირის ბოლოს კლუბები ისლას ტრანსფერს შეათანხმებენ და ჩილელი "ნერაძურიში" გადავა.


ნანახია: 644 | დაამატა: interinio | თარიღი: 16.07.2013 | კომენტარი (0)

კატეგორია: ინტერნაციონალე | ნანახია: 4739 | დაამატა: chesto | თარიღი: 13.07.2013 | კომენტარი (2)




მილანის "ინტერის” სპორტული დირექტორი, პიერო აუსილიო აცხადებს, რომ "ნერაძური” ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის” მარჯვენა მცველთან, გრეგორი ვან დერ ვილთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"ვადასტურებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენთან” ვან დერ ვილის თაობაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. გვინდა, რომ ფეხბურთელი იჯარით შევიძინოთ. ჯერ არავინ არაფერი იცის. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”, – უთხრა აუსილიომ იტალიელ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ ვან დერ ვილი "პარი სენ-ჟერმენში” 2012 წელს, ამსტერდამის "აიაქსიდან” გადავიდა.
ნანახია: 704 | დაამატა: interinio | თარიღი: 13.07.2013 | კომენტარი (0)




თანდათან უბრუნდებიან "ინტერს” ფეხბურთელები არდადეგებიდან და ახალი დამრიგებელი ვალტერ მაცარიც საქმის კეთებას დიდი მონდომებით იწყებს, რომელმაც ამას წინათ პრეს-კონფერენცია გამართა და მედიელებს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ემასლაათა.

- როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილებები "ინტერზე” და ამ გუნდის ფეხბურთელებზე?

- 4-5 ფეხბურთელს თუ არ ჩავთვლით, პი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 743 | დაამატა: interinio | თარიღი: 13.07.2013 | კომენტარი (0)




ჩილელმა ნახევარმცველმა ამ ზაფხულს "იუვენტუსი” უნდა დატოვოს.

შეგახსენებთ, 25-წლის მაურისიო ისლა "იუვეში” 2012-წელს "უდინეზედან” გადაბარგდა, თუმცა იტალიის ჩემპიონის შემადგენლობაში ადგილი ვერა და ვერ დაიმკვიდრა.

იტალიური პრესა იტყობინება, რომ ისლას შეძენა "ინტერს” სურს, "ნერაძურის” ხელმძღვანელობა კი მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ადრე ნახევარმცველის "უდინეზეში” დაბრუნების ვარიანტი განიხილებოდა, გარდა ამისა, მაურისიოს შეძენით "ნაპოლიც” ინტერესდებოდა.
ნანახია: 697 | დაამატა: interinio | თარიღი: 13.07.2013 | კომენტარი (0)




ინტერი" ახალი სეზონისთვის სამზადისს 10 ივლისს დაიწყებს და შეკრებაზე კურორტ ვალ-რენდენაზე გაემგზავრება, სადაც მოსამზადებელი ციკლის პირველი ეტაპია დაგეგმილი. 

ვალტერ მაცარიმ უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებსაც შეკრებაზე იახლებს... ჯერ შემადგენლობას გავეცნოთ და შემდეგ განვავრცოთ თემა...

მეკარეები: სამირ ჰანდანოვიჩი, ლუკა კასტელაცი, ხუან პაბლო კარისო.

მცველები: ვალტერ სამუელი, კრისტიან კივუ, ანდრეა რანოკია, ჟუან ჟესუსი, ჯონათანი, იბრაიმა მბაიე, უგო კამპანიარო, მარკო ანდრეოლი, იუტო ნაგატომო, ალვარო პერეირა.

ნახევარმცველები: ესტებან კამბიასო, რიკი ალვარესი, მატეო კოვაჩიჩი, გაბი მუდინგაი, ჟოელ ობი, ფრედი გუარინი, ზდრავკო კუზმანოვიჩი.

თავდამსხმელები: როდრიგო პალასიო, ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 782 | დაამატა: interinio | თარიღი: 10.07.2013 | კომენტარი (1)




მილანის "ინტერის” კოლუმბიელი ნახევარმცველი, ფრედი გუარინი აცხადებს, რომ მან კარგად დაისვენა და ახლა მხოლოდ "ნერაძურიზე” ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ პრესაში გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, 27 წლის ფეხბურთელის შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედს”, "ტოტენჰემსა” და "ანჟის” სურდათ.

"ჩემს ოჯახსა და მეგობრებს დიდ მადლობას ვუხდი, რადგან მათთან ერთად მშვენივრად დავისვენე. ახლა კი, მხოლოდ "ინტერზე” ვფიქრობ”, – აღნიშნა გუარინმა.
ნანახია: 694 | დაამატა: inter | თარიღი: 08.07.2013 | კომენტარი (0)




ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, რომ იტალიურ კლუბებს დღეს-დღეობით ვარსკლავების გაფორმების შესაძლებლობა არ აქვთ.

”იტალიურ კლუბებს ტოპ-მოთამაშეების გაფორმებისთვის საჭირო რესურსი არ გააჩნიათ”.

”მათ მხოლოდ იმ ხელფასის მესამედის გადახდა შეუძლიათ, რომლის გადახდასაც ესპანური და ინგლისური კლუბები თავისუფლად ახერხებენ”.

”რაც შეეხება მარიო ბალოტელისა და ”მილანს”, არ ვიცი, თუ რამდენი ხნის განმალობაში მაოხერხებს ეს კლუბი ჩემი კლიენტის შენარჩუნებას”, – განაცხადა რაიოლამ.
ნანახია: 752 | დაამატა: interinio | თარიღი: 08.07.2013 | კომენტარი (0)




ნაპოლის" ახალმა თავკაცმა რაფაელ ბენიტესმა ისაუბრა იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ მოიკიდა "ნერაძურიში" მან ფეხი 3 წლის წინ.

ჟურნალისტები აგრძელებენ ესპანელი სპეციალისტისთვის მისი სევდიანი დებიუტის შეხსენებას იტალიის ჩემპიონატში. მოგეხსენებათ, რომ 2010 წელს ბენიტესმა "ინტერი" ჩაიბარა, მაგრამ საკმაოდ მოკლე ხანში იგი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს. 

"მირჩვენია, მხოლოდ კარგი გავიხსენო ინტერზე. მაგალითად, ის პერიოდი, როდესაც იტალიის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოვიგეთ. ძალიან ბევრი ადამიანი მსჯელობს ჩემს მოღვაწეობაზე, მაშინ როდესაც მათ არ იციან, სინამდვილეში რაც ხდებოდა. საქმე ისაა, რომ კლუბი შემადგენლობის სერიოზულ განახლებას აპირებდა, მაგრამ ის მოთამაშეები, რომლის ყიდვა გვინოდოდა, გუნდში მოწვეულნი არ იქნენ. ყველა დაპირება არ შესრულებულა. ვფიქრ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 885 | დაამატა: interinio | თარიღი: 08.07.2013 | კომენტარი (0)


 იტალიური პრესის ცნობით, აგვისტოს თვის პირველ რიცხვებში, მასიმო მორატიმ შესაძლოა "ინტერის” აქციების 75% ინდონეზიელ ბიზნესმენს, ერიკ ტჰოჰირს მიჰყიდოს.ასევი ითქვა ის ფაქტი,რომ ტჰოჰირი მილანური კლუბის დანარჩენი აქციების შესყიდვასაც გეგმავს.დაველოდოთ მოვლენების განვითარებას .

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: ინტერნაციონალე | ნანახია: 737 | დაამატა: chesto | თარიღი: 07.07.2013 | კომენტარი (0)




ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი "ინტერს" ტოვებს და კლუბისა და გულშემატკივრების მიმართ გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა.

 

სერბი "ნერაძურიში" 2004 წელს გადავიდა და თითქმის 10 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კლუბთან კონტრაქ ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 690 | დაამატა: interinio | თარიღი: 07.07.2013 | კომენტარი (2)

« 1 2 3 4 ... 348 349 »
საიტის მენიუ
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter