დღეს დილით, ბრაზილიაში, "კორინთიანსის” საკუთრებაში მყოფი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვილიამ მორაიში მოკლეს. 19 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომელიც "ამერიკაში” თამაშობდა არენდის წესით, ყაჩაღების მსხვერპლი გახდა. ბოროტმოქმედები მორაიშს თავს იმ დროს დაესხნენ, როდესაც იგი სახლში ბრუნდებოდა. ფეხბურთელმა თავდამსხმელებისგან თავის დაღწევა სცადა, მაგრამ მას ზურგში რამდენჯერმე ესროლეს, რამაც ბრაზილიელის სიკვდილი გამოიწვია. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილები უკვე დაკავებულები არიან.
|