მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში, მადრიდის რეალი სპორტული მიღწევებით ვერ დაიკვეხნის, ესპანური კლუბი ზედიზედ მე-6 წელია, რაც მსოფლიოში ყველაზე შემოსავლიანი კლუბის სტატუსს ინარჩუნებს. აუდიტორული კომპანია Deloitte-ს მონაცემებით, გასული ერთი წლის განმავლობაში, რეალის შემოსავალმა 438.6 მილიონ ევროს მიაღწია. მეორე ადგილზეა კატალონიის ბარსელონა 398.1 მილიონი ევროთი. პირველ ორ პოზიციაზე ესპანური გრანდების ყოფნის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მათ ჩემპიონატში, ტელეტრანსლაციების გაყიდვა სხვა ქვეყნებში არსებული წესისგან განსხვავდება. საქმე ისაა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ტელეტრანსლაციების ერთიან პაკეტში არ შედის "რეალისა” და "ბარსელონას” თამაშები. შესაბა
... კითხვის გაგრძელება »
მილანის ინტერის ექს-მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი, ისევ აკრიტიკებს კლუბის ხელმძღვანელობას და აცხადებს, რომ მორატი არ უჯერებდა დაეხარჯა ფული საჭირო ფეხბურთელების შესაძენად: რამდენიმე ფეხბურთელი გუნდისთვის ბოლომდე იხარჯებოდა, რასაც ვერ ვიტყვი ყველა მათგანზე. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა ინტერს უდიდესი წარმატება ხვდა წილად. გუნდის პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცოდა როგორ ვუდგებოდი საქმეს, რას ვაკეთებდი გუნდისთვის.
ყველას იმედი ჰქონდა რომ ინტერი სტატუსს არ დაკარგავდა, მაგრამ ასე არ მოხდა და ამაში დამნაშავე, როგორც კლუბის ხელმძღვანელობა, ასევე რიგი ფეხბურთელები არიან. ძირითადი ფაქტორი "ინტერის” წარუმატებლობის ამ სეზონზე ის არის, რომ გუნდს და მის ხელმძღვანელობას სრულიად განსხვავებული ინტერესები აქვთ.<
... კითხვის გაგრძელება »
მასიმილიანო ალეგრის ცნობით, სერია ა–ში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.ამჟამად, "როსონერი” აგრძელებს იტალიის ჩემპიონატში ლიდერობას, მაგრამ ალეგრის გუნდს კვალში "ინტერი” უდგას. იქვეა "ნაპოლიც”.
"სეზონი ხანგრძლივია. კიდევ ბევრი მატჩია სათამაშო. ჯერ არ შემხვედრია გუნდი, რომელიც ჩემპიონატს ორი თვით ადრე იგებდეს” – განაცხადა ალეგრიმ Milan News–თან ინტერვიუში.
ვიცოდით, რომ ინტერი სკუდეტოსთვის რბოლაში ჩაერთვებოდა. ნაპოლი დიდებულ სეზონს ატარებს და რომასაც” შეუძლია ბრძოლა.
ის, რაც უნდა გავაკეთოთ – კონცენტრაციის შენარჩუნებაა.
ჯორჯო კიელინიმ, სერია ა–ში მილანის ინტერთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.მიუხედავად იმისა, რომ ბებერი სენიორა ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფაქტიურად გამოეთიშა, ინტერთან გამარჯვება მათთვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სეზონში.
კალიარისთან მოგებული შეხვედრის შემდეგ, ინტერთან უნდა გავაგრძელოთ მოგებათა სერია – განაცხადა იტალიელმა.
გამარჯვება მკვეთრად გააუმჯობესებს ჩვენს თავდაჯერებულობას, რადგან ქულებს პირდაპირ კონკურენტს წავართმევთ.
ეს მნიშვნელოვანი მატჩია როგორც სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, ასევე კლუბის ფანებისთვის.
იმედი გვაქვს, თებერვალში კარგად ვიასპარეზებთ და სეზონის მსვლელობისას წარმოქმნილ პრობლემებს გამოვასწორებთ.
მართალია, ტურინის იუვენტუსი სკუდეტოსთვის ბრძოლას ჩამოშორდა, მაგრამ 13 თებერვალს, მისი მილანის ინტერთან დაპირისპირება მაინც მეტად პრინციპულ ხასიათს ატარებს. დერბი დ’იტალიად წოდებული შეხვედრა ბებერი ქალბატონისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რასაც ტურინელთა მცველის, ჯორჯო კიელინის სიტყვებიც ადასტურებს: ძლიერ მოწინააღმდეგესთან მოგება, სეზონის ფინიშზე დამატებით ძალასა და თავდაჯერებულობას მოგვცემს, ამიტომაც ლეონარდოს გუნდის წინააღმდეგ მინდორზე მოსაგებად გავალთ. ბოლო ტურში კალიარის კარგ სტილში მოვუგეთ და იმედია, ინტერსაც ასევე წარმატებულად დავუხვდებით. ერთი სიტყვით, იუვესა და სკუადრა აძურას 26 წლის მცველი საბრძოლველადაა განწყობ
... კითხვის გაგრძელება »
ტურინის იუვენტუსის ყოფილი გენერალური დირექტორი, ლუჩანო მოჯი მოახლოებული იტალიური დერბის წინ პროგნოზს აკეთებს. მოჯის განცხადებით, მისი გული იუვენტუსს ეკუთვნის, მაგრამ ინტერი ტურინელებზე ძლიერი გუნდია და იტალიურ დერბიში ფავორიტები სწორედ მილანელები არიან. ჩემი გული იუვენტუსისთვის ძგერს, მაგრამ გონება მკარნახობს, რომ ინტერი მოიგებს. დღესდღეობით, მილანელებს გაცილებით ძლიერი გუნდი ჰყავთ. მათი ფეხბურთელები ჩვენებზე ძლიერები არიან. გარდა ამისა, ლეონარდოს გუნდს სნეიდერიც დაუბრუნდა