უკვე გარკვეული ამბავია - იმის მიუხედავად, მიმდინარე სეზონში თუ როგორ დარსრულდება ევროტურნირების დარჩენილი მატჩები, კოეფიციენტების ცხრილში იტალია გერმანიას მესამე ადგილს ვეღარ ჩამოართმევს და მეოთხე პოზიციაზე დარჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2012-13 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ბუნდესლიგის 4 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო "კალჩო" 3 კლუბით იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული ინფორმაცია ინტერნეტ-გამოცემა Goal.com-მა გაავრცელა.
საკლუბო რეიტინგს 82.928 ქულით ინგლისი დამაჯერებლად ლიდერობს. მეორე ადგილზე ესპანელები არიან (77.329 ქულით). გერმანელებს 68.103 ქულა გააჩნიათ, ხოლო იტალიელებს - 59.981 ქულა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აპენინური კლუბები ყველა დარჩენილი
...
კითხვის გაგრძელება »