პარასკევი, 27.06.2025, 22:43
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » თებერვალი » 7 » თრილერ შოუ სან სიროზე: ინტერი 5-3 რომა (+ვიდეო)
03:03
თრილერ შოუ სან სიროზე: ინტერი 5-3 რომა (+ვიდეო)





ამ გუნდებს შორის "სან სიროზე" გამართულ წინა სამივე შეხვედრაში შედეგიანი ფრე დაფიქსირდა. გულშემატკივარი მათგან გოლებს კვირასაც ელოდა და ფეხბურთელებმაც ისე მოინდომეს, რომ შეიძლება ითქვას, გეგმა გადაჭარბებით შეასრულეს.
შეხვედრის დებიუტში, ანგარიში სნეიდერმა საჯარიმოს წინა ხაზიდან გატანილი ეფექტური გოლით გახსნა. წონასწორობა მალევე აღდგა - მე-13 წუთზე, "რომას" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, სიმპლისიომ კასეტის ჩაწოდებით ისარგებლა და თანამემამულე ჟულიო სეზარს ახლო მანძილიდან გაუტანა - 1:1. შემდეგ კი მეკარეების ჯერი დადგა. განსაკუთრებით ბევრი სამუშაო "ინტერის" კიპერს ჰქონდა, რომელმაც ბორიელოსა და ვუჩინიჩის ურთულესი დარტყმები მოიგერია, ხოლო ჟულიო სერჟიომ სნეიდერს არ მისცა დუბლის გაფორმების საშუალება.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ მონაკვეთში რომაელები უფრო აქტიურად და მრავალფეროვნად მოქმედებდნენ, მაგრამ 35-ე წუთზე, სწორედ ისინი აღმოჩნდნენ მდევრის როლში - "ინტერის" საუკეთესო ბომბარდირი, სამუელ ეტოო საჯარიმოში 3 მცველის გარემოცვაში აღმოჩნდა, მაგრამ კამერუნელმა ერთი ცრუმოძრაობით ბურთს კარისკენ გზა გაუთავისუფლა და ოსტატური დარტყმით "რომას" კიპერი უსაქმოდ დატოვა - 2:1.
გუნდებმა მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყეს. 62-ე წუთზე კი, შეიქმნა ეპიზოდი, რომელმაც მატჩის მსვლელობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია. ნიკოლას ბურდისომ საკუთარ საჯარიმოში ჯამპაოლო პაცინი წააქცია, რისთვისაც მსაჯისგან ორმაგი სასჯელი მიიღო - პენალტი და წითელი ბარათი. თერთმეტმეტრიანი ზუსტად ეტოომ შეასრულა და მიმდინარე ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობა 15-მდე გაზარდა. სულ მალე "რომას" კარში მეოთხე გოლიც გავიდა - ამჯერად, ბრაზილიური წარმოშობის ტიაგო მოტამ იხეირა, რომელიც იტალიის ნაკრების თავკაცმა, ჩეზარე პრანდელიმ გერმანიასთან ამხანაგური მატჩისთვის "სკუადრა აძურაში" პირველად გამოიძახა.
თითქოს უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა სტუმრებმა იმდენი მოახერხეს, რომ მირკო ვუჩინიჩისა და სიმონე ლორიას გოლებით, ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს - 4:3. მატჩში ინტრიგა 9 წუთით შენარჩუნდა. შემდეგ კი, თავისი გოლი ესტებან კამბიასომაც გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:3.



"ინტერმა" ბოლო 8 თამაშიდან 7-ის მოგება შეძლო, რისი წყალობითაც "მილანთან" ჩამორჩენა ხუთ ქულამდე შეამცირა. მომავალ ოთხშაბათს, "ფიორენტინასთან" გადადებული მატჩის მოგებაც თუ შეძლო, ჩემპიონატში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბება. ვფირქობთ, რომ წელს "კალჩოში" საინტერესო ბრძოლა გველის.

ვიდეო



მილანი: სან სირო, 60000
ინტერი
5:3(2:1) რომა


ინტერი: ჟულიო სეზარი, კორდობა, რანოკია, ხავიერ ძანეტი, მაიკონი, ტიაგო მოტა, კამბიასო, ხარჯა, სნეიდერი (ნაგატომო 75), ეტოო, პაცინი (მილიტო 70).
მწვრთნელი: ლეონარდო.


რომა: ჟულიო სერჟიო, ნიკოლას ბურდისო, ჟუანი, რიისე, კასეტი, დე როსი, პეროტა (როდრიგო ტადეი 67), სიმპლისიო (გრეკო 71), მენეზი (ლორია 64), ვუჩინიჩი, ბორიელო.

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.


გოლები: 1:0 სნეიდერი (3), 1:1 სიმპლისიო (13), 2:1 ეტოო (35), 3:1 ეტოო (63, პენ), 4:1 ტიაგო მოტა (71), 4:2 ვუჩინიჩი (75), 4:3 ლორია (81), 5:3 კამბიასო (90).


გაფრთხილება: ხარჯა (37) - ბორიელო (43), დე როსი (88).
გაძევება: ნიკოლას ბურდისო (62).
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო.
დარტყმა 24 (14)-23 (8); ჯარიმა 11-12; კუთხური 4-1; თამაშგარე 4-1; ბურთის ფლობა 50%-50%; სეივი 5-9.



ნანახია: 714 | დაამატა: interelia | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 13
1 interelia  
2
ვაიმე ამ გოლების გაშვეაბას რა მოუხერხოთ თორემ თავდასხმაში ხუთიანზეა ყველაფერი...მაგრამ მაინც მგონია რომ ინტერი 4-1 ის მერე მოდუნდა. ტოტენჰემთან მატჩი გამახსენდა.. საღოლ ნერაზური საღოლ ლეო და გილოცავთ ბიჭებო flag3 flag3

2 forzainter  
2
magari tamashi iyo ara italiuri gilocavt bichebo. juvesac tu mougebt chempionebi chven gavxdebit. dges vnaxe da italis chempionatshi sauketeso tavdasxma gvyavs

3 levani  
2
pirvel rigshi gilocavt bichebo dzaan magari gamarjveba iyo arada darcmunebuli var romas is ori goli imena gauvarda torem shetevashi da ragac rom vtqvat kombinaciid arc erti ar gautania iuventus imena mivachatlaxebt da desertad cunkal milans davayolebt ai naxed tqven da sascrafod unda dabrundnen lucio sumueli torem aq gamochnda ramxela dzalaa os ori mcveli da ranokia dzaan magari bichia arada sul 22 clisaa

4 nerazuri  
2
gilocavt bichebo shesanishnavi 3 qula aviget!romas ori goli martla ro gauvarda,mara metiu sifrtxilea dacvashi sachiro,yvela tamshi golis gashvebac ar sheidzleba,ragac vegar tamshoben dacvashi bichebi,araushavs mtavria 3 qula avigot yoveltsvis..sneis goli ra dzan magari iyo too flag3 flag3 flag3 eto,o ver gaacheres magari texnaria flag3

5 inter  
1
Gilocavt InterlebO am Gamarjvebit ... Va Milanis ar mogeba upro Mnishnelovani Gaxada Cveni Gamarjveba ...

6 inter  
1
intereli Imedia Ar Gecyina sheni siaxle cotati shevcvale dA ragac ragaceebi Davamate :D:D:D:D:D:D:D

8 interelia  
0
არა ტო რა უნდა გამიტყდეს, უბრალოდ ვერ დავამუღამე კარგად ვიდეოს და სურათების დადება... ეგ სურათები მეც დავდე მაგრამ მერე წავშალე:))))))))

7 interinio  
1
Vau am Mogebas Egeti Siaxle tU mouxdeboda Sayol Avtor Imena Visiamovne flag3

9 interelia  
1
ისე სათაური მაგარი არ მოვიფიქრე? Roni

10 interelia  
1
ნაგამოტომ რეები იჩლიჩა მასტმა დააკვირდით? ბოლოს ტაშს როგორ უკრავდა დიდი მონდომებით და მთელი გულ ღვიძლი რომ ჩააქსოვა ტაშში :)))))))))) კამიკაძე ინტერელია რაა

11 inter  
0
intereli Ki dzma Vnaxe :) Vnaxot rOgor Itamasheebs Shemdeg Turebshi :0 Shansi Miecemeba magasach :)

12 inter  
1
SataurI rO damevasa Imitomac Shevinaxe satauri Intereli :)

13 interelia  
1
flag3 :))))))))))))))))))

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  თებერვალი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
300
Copyright MyCorp © 2025    
 Fc.inter