მილანის ინტერის მფლობელმა, მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ რონალდოს კარიერის დასრულების ამბავმა ძალიან დაამწუხრა.
34 წლის ბრაზილიელმა, რომელიც ნერაძურის ღირსებას 1997-დან 2002 წლამდე იცავდა, ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განცხადება ორშაბათს გააკეთა. "ძალიან ვწუხვარ, რონალდო რომ წავიდა. ფეხბურთის ისტორიაში ის საუკეთესო ფორვარდია, მისი თამაშის ყურება ყოველთვის საინტერესო იყო. ამაყი ვარ იმით, რომ ასეთი ფეხბურთელი ინტერის ღირსებას იცავდა. რონალდომ კარიერის საუკეთესო წლები სწორედ "ნერაძურიში” გაატარა” - ციტირებს "ინტერის” ოფიციალური ვებ-გვერდი მორატის.
|