რეალი მზად არის კაკა გაყიდოს
მადრიდის რეალის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მზად არის, კაკას ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყოს. თუ El Mundo Deportivo -ს ვერწმუნებით, 28 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს ზაფხულში ახალი კლუბის ძებნა მოუწევს. კაკას გადაბირების ყველაზე კარგი შანსი მილანის ინტერს აქვს, რომელიც მის შეძენას იანვარშიც ცდილობდა. კაკა ბლანკოსში 2009 წელს, 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ მილანიდან გადავიდა. მან პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში 7 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
|