მილანის ინტერის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ კვლავ აავსო კომპლიმენტებით უდინეზელი ალექსის სანჩესი, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩილელი შემტევი "ნერიაძურის" მთავარი სამიზნე იქნება მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს.
Corriere dello Sport-თან საუბარში იტალიელმა ნავთობ მაგნატმა შემდეგი განაცხადა: ალექსის სანჩესი ფანტასტიური ფეხბურთელია, მე ამაში რამოდენიმე წლის წინათაც დავრწმუნდი.
უდინეზე მას ძალიან დაეხმარა იმაში, რომ გამხდარიყო კალჩოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. მე მასში ვხედავ ფეხბურთელს, რომელიც კვლავ მიიყვანს ჩემს გუნდს საოცნებო მწვერვალებამდე. სანჩესი ინტერისთვის არის დაბადებული.-განაცხადა მორატიმ.
საუბარი სანჩესის ინტერში გადასვლაზე იანვარშიც იყო, თუმცა მაშინ მხარეები ფასში ვერ შეთანხმდნენ, ვნახოთ რა
...
კითხვის გაგრძელება »