რუსეთის ჩემპიონს სანქტ-პეტერბურგის "ზენიტს” იტალიელი თავდამსხმელის ჯამპაოლო პაცინის შეძენა უნდა. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
თავისი გუნდში პაცინის ხილვა "ზენიტის” მთავარ მწვრთნელს ლუჩანო სპალეტის სურს. 27 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ მილანის "ინტერი” 10 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.
"ზენიტის” გარდა, იტალიელი ფეხბურთელის შეძენა მოსკოვის "ლოკომოტივსა” და ბრემენის "ვერდერს” უნდათ.
პაცინი "ინტერში” 2010 წელს გენუის "სამპდორიადან” გადავიდა და 59 მატჩში 19 გოლი გაიტანა.