სამუელ ლონგო მოხარულია "ინტერის" პირველ გუნდში ვარჯიშით და პირობა დადო, რომ შანს გამოიყენებს, უამრავმა გუნდმა გამოთქვა 20 წლის ფეხბურთელის დამატების სურვილი, განსაკუთეებით იმის მერე რაც ახალგაზრდა პრიმავერელმა თავდამსხმელმა ხუთი გოლი გაიტანა NextGen_ზე (ახალგაზრდებს შორის ჩემპიონთა ლიგა) და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გუნდის საბოლოო წარმატებაში.
"მოხარული ვარ, რომ მე აქ ვარ. მწვრთნელმა და კლუბმა მომცა დიდი შანსი და მინდა ეს შანსი გამოვიყენო. დავრჩები თუ არა "ინტერში"? მე ახლა აქ ვარ და არ ვფიქრობ სხვაგან გადასვლაზე, მერე რა მოხდება არ ვიცი.