სამშაბათი, 23.04.2024, 18:11
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » ივნისი » 25



იტალიის ფინანსურმა პოლიციამ 41 კლუბის ოფისებში ჩხრეკა ჩატარა და აღმოაჩინა დოკუმენტები, რომლებიც შესაძლოა, ფინანსურ ოპერაციებთან იყოს დაკავშირებული. აღნიშნული დოკუმენტები პოლიციის მიერ ჩამორთმეულ იქნა.

კლუბების ხელმძღვანელები, როგორც წინასწარი ვერსიით დადგინდა, გადასახადებისგან თავს არიდებასა და ფულის მიტაცებაში არიან ეჭვმიტანილნი.

ამ თემასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს კლუბებს შორის არსებული სატრანსფერო შეთანხმებების, აგრეთვე, ფეხბურთელებისა და აგენტების კონტრაქტების კვლევა.

როგორც "როიტერი” იუწყება, სკანდალში სერია A-ს 18, სერია B-ს 11 და, აგრეთვე, დაბალი დივიზიონის 12 კლუბია გახვეული. გარდა ამისა, მიმდინარეობს 12 აგენტის ოფისების ჩხრეკა.




ნანახია: 666 | დაამატა: iri | თარიღი: 25.06.2013 | კომენტარი (0)




ზენიტის" მთავარი მწვრთნელი,ლუჩიანო სპალეტი დაინტერესდა "ინტერისა" და "იტალიის" ეროვნული ნაკრების მცველით ანდრეა რანოკიათი იუწყება Mediaset-ი.


ანდრეა რანოკიათი,"რუსეთის" ჩემპიონების გარდა ინტერსესდებიან "იუვენტუსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" რომლებიც უკვე საკმაოდ დიდი ხანია აკვირდებიან 25 წლის იტალიელ მცველს.


შეგახსენებთ რომ რანოკია "ინტერის" ღირსებას 2011 წლიდან იცავს.გასულ სეზონში კი მან ჩაატარა 32 მატჩი და შეძლო 2 გოლის გატანა.

ნანახია: 703 | დაამატა: iri | თარიღი: 25.06.2013 | კომენტარი (1)




იტალიური "მილანის" მფლობელსა და იტალიის ყოფილ პრემიერ მინისტრ სილვიონის 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - იტყობინება CNN.

76 წლის მედიამაგნატი დამნაშავედ სცნეს, არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარებაში. განაჩენის მიხედვით, ბერლუსკონის სასჯელის მოხდის შემდეგ, ასევე ეკრძალება პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევა.

საგულისხმოა ისიც, რომ ბერლუსკონის იმ მუხლის მიხედვით, რომელითაც ბრალი ჰქონდა წარსდგენილი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, მაგრამ სასამართლომ სასჯელი გაამკაცრა.

ნანახია: 678 | დაამატა: iri | თარიღი: 25.06.2013 | კომენტარი (2)




 მილანის ინტერის გამოტოვებს ტრადიციულ საზაფხულო ტურნირს,რომელსაც Trofeo TIM ეწოდება.

 ამ დროისთვის Gazzetta di Modena-ს მთავარ გვერდზე გამოქვეყნებულია ოფიციალური თარიღი მინი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 677 | დაამატა: Zanetti | თარიღი: 25.06.2013 | კომენტარი (3)

საიტის მენიუ
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter