პარასკევი, 29.03.2024, 01:07
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » ივნისი » 29



დღეისათვის არსებობს დაახლოებით 10–მდე მოდერნიზებული სტადიონის მოდელი იტალიურ ფეხბურთში. ამ სტატიაში ნაჩვენებ მასალაში გათვალისწინებულია პროექტების ტექნიკურ–ეკონიმიკური მხარე და ფინანსებიც, თუმცა აქამდე ამ გეგმების განხორციელებას ხელს უშლიდა იტალიური ბიუროკრატიული სისტემა, რომელიც გასაქანს არ აძლევდა აპენინურ კლუბებს.

უკვე 3 წელია იტალიის პარლამენტში ცდილობენ შექმნან დოკუმენტი, რომელიც გაუმარტივებს გუნდებს არსებობას და ფინანსურად მეტ მოგებას მოუტანს. ზოგის იდ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 848 | დაამატა: interinio | თარიღი: 29.06.2013 | კომენტარი (3)




ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მეკარე ჟულიო სეზარი იტალიაში დაბრუნებასა და "რომაში” თამაშს არ გამორიცხავს. 33 წლის მეკარე იმასაც აცნობიერებს, რომ საკლუბო კარიერის ძლიერ გუნდში გასაგრძელებლად მას კონფედერაციის თასზე წარმატებით თამაში მართებს.

"თუ კონფედერაციის თასზე კარგად ვითამაშებ, ჩემს სამომავლო კარიერაში, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს. თუ ჩემპიონები გავხდებით, ჩემით არაერთი კლუბი დაინტერესდება.

ამჟამად, სრულად ნაკრებში თამაშზე ვარ კონცენტრირებული. იტალიური ფეხბურთისთვის ჩემი კარი დახურული არაა. ამ ქვეყანაში 8 შთამბეჭდავი წელი გავატარე და კარიერის პიკს მივაღწიე.

იტალიაში დაბრუნება კარგი იქნებოდა, რადგან ამ ჩემპიონატსა და ენას ვიცნობ. "რომა”? რომი შესანიშნავი ქალაქია და ამ ტრანსფერის განხორციელება გამორიცხული არაა.” – აცხადებს ჟულიო სეზარი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 677 | დაამატა: iri | თარიღი: 29.06.2013 | კომენტარი (2)




მიკა რიჩარდსი შესაძლოა მილანის "ინტერის” ფეხბურთელი გახდეს.

მუხლის სერიოზული ტრავმის გამო, ინგლისის ეროვნული ნაკრების ფულბეკმა გასულ სეზონში "მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში მხოლოდ და მხოლოდ შვიდი შეხვედრა ჩაატარა.

მიუხედავად გადაჭარბებული ტრავმიანობისა, "ცისფრების” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი თავიანთ ფეხბურთელს ძვირად აფასებენ და გარდა ამისა, მისთვის ახალ კონტრაქტსაც ამზადებენ. თუმცა, კლუბმა შესაძლოა ფეხბურთელის გაყიდვის ვარიანტიც განიხილოს, თუ მომგებიან წინადადებას მიიღებს.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ მცველმა მილანის "ინტერის” ყურადღება მიიპყრო. თუმცა, "ნერაძური” არ აპირებს "მან სიტის” ფეხბურთელის არენდით გაშვება სთხოვოს, მილანელები მოთამაშის კონტრაქტის სრულად გამოსყიდვას გეგმავენ.

ცნობისთვის, რიჩარდსს მ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 678 | დაამატა: interinio | თარიღი: 29.06.2013 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter