ოთხშაბათი, 04.12.2024, 07:04
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » ივნისი » 29 » იტალიის მომავლის სტადიონები
10:12
იტალიის მომავლის სტადიონები



დღეისათვის არსებობს დაახლოებით 10–მდე მოდერნიზებული სტადიონის მოდელი იტალიურ ფეხბურთში. ამ სტატიაში ნაჩვენებ მასალაში გათვალისწინებულია პროექტების ტექნიკურ–ეკონიმიკური მხარე და ფინანსებიც, თუმცა აქამდე ამ გეგმების განხორციელებას ხელს უშლიდა იტალიური ბიუროკრატიული სისტემა, რომელიც გასაქანს არ აძლევდა აპენინურ კლუბებს.

უკვე 3 წელია იტალიის პარლამენტში ცდილობენ შექმნან დოკუმენტი, რომელიც გაუმარტივებს გუნდებს არსებობას და ფინანსურად მეტ მოგებას მოუტანს. ზოგის იდეა იდეადვე დარჩა, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა გეგმებს მაინც შეესხმებათ ფრთები და უახლოეს მომავალში ისინი კლუბის მართვის ევროპულ სქემაზე გადავლენ.

არავისთვისაა საიდუმლო, რომ იტალიური კლუბები არ არიან თავიანთი სტადიონების მეპატრონეები. ძირითადად არენები ეკუთვნით ქალაქის მუნიციპალიტეტებს. ერთადერთი იტალიური გუნდი, რომელიც თავისი სტადიონის ბოსია არის ტურინის იუვენტუსი. ევროპაში კლუბების შემოსავალი თავიანთი არენებიდან შეადგენს 5–დან 14 პროცენტს, თუმცა "ბიანკონერი" ინგლისური კურსით წავიდა და არავისზე აღარ არის დამოკიდებული. "იუვენტუს სთეიდიუმზე" დახარჯული ნებისმიერი ფული პირდაპირ შედის კლუბის ბიუჯეტში.

იტალიური პრესის ცნობით, უდინეზემ და პალერმომ უკვე მიიღეს თანხმობა ახალი მოდერნიზირებული სტადიონების აშენებაზე. თავისი პროექტების ნიმუშები ქალაქის მერს გაუგზავნეს ლაციომ და რომამაც, თუმცა მათი ჩანაფიქრი ჯერჯერობით გაყინულია. გადადვლოთ თვალი იმ არენების მოდელებს, რომელთა აშენების ალბათობა უკვე არსებობს.

ატალანტა




ტევადობა: (25–28 ათასი)

თანხა: 250 მილიონი ევრო

პროექტის დაწყების თარიღი: 2014–2015 წელი

ახლა ატალანტა მოკრძალებულ "ატლეტი აძური დ'იტალიაზე" გამოდის, რომელიც შორეულ 1928–ში იქნა აშენებული და მისი რეკონსტრუქცია არასდროს ჩატარებულა. ბერგამოელთა ახალი არენის მოდელი დეფორმირებულ ვარვსკვლავს გვაგონებს, რომელსაც აქვს გამჭირვალე სახურავი. სტადიონი აშენდება ბერგამოს ერთ–ერთ გარეუბანში 620 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე. ამ იდეის რეალიზება 250 მილიონი ევრო დაჯდება, დამფინანსებელი კი კერძო ინვესტორი იქნება. არენის გარდა სტადიონის მახლობლად კიდევ გასართობი პარკი იფუნქციონირებს.



კალიარი



ტევადობა: 33 ათასი

თანხა: უცნობია

პროექტის დაწყების თარიღი: პასუხი ივნისში იქნება

კალიარი უფრო შორს წავიდა და თავის სტადიონს სახელიც მოუფიქრა უკვე. მოედანს ერქმევა "კარალის არენა". სარდინიელებს მობეზრდათ "სან–ელიადან" "ის არენაზე" სირბილი დარევევების გამო და გადაწყვიტეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამოისუნთქონ. უეფამ უკვე დაამტკიცა ეს პროექტი, თუმცა მისი აშენების ადგილი გაურკვეველია, რადგანაც იმ ადგილზე არენის აღმართვა, სადაც ჩაფიქრებული იყო სერიოზულ პრობლემას მიაყენებდა ადგილობრივ ფაუნას.



კატანია



ტევადობა: 30–35 ათასი

თანხა: 80–100 მილიონი ევრო

პროექტის დაწყების თარიღი: 2014 წელი

კატანიას ახალი სტადიონი ლიბრინოში აშენდება. პროექტის ხელმღვანელია ემანუელე სტანკანელი, რომელიც ამ სფეროში ერთ–ერთი წამყვანი ფიგურაა. სტადიონი მოიცავს როგორც არენას, ისე საოფისე შენობასაც. სტადიონი განსაკუთრებული იქნება თავისი დიდი ფანჯრებითა და მზის პანელებით, რომელთა დახმარებითაც ჭარბი მზის შუქი არ იქნება პრობლემა მოედანზე გადაადგილებისთვის. გასული წლის თებერვალში სტადიონის არქიტექტორმა განაცხადა, რომ არენის აშენებამდე დარჩა 1 წელზე ოდნავ მეტი, ვნახოთ რა გამოვა.



ფიორენტინა



ტევადობა: 40 ათასი

თანხა: 150 მილიონი ევრო

პროექტის განხორციელების თარიღი: 2014 წელი

ფლორენციის მუნიციპალიტეტთან ხანგრძლივმა მოლაპარაკებებმა თავისი შედეგი გამოიღო. 14 იანვარს "ვიოლას" პრეზიდენტმა საზოგადოებას ამცნო, რომ ახალი სტადიონი აუცილებლად აშენდება. ეს არის ისტორიული მოვლენა კლუბისთვის, იმას თუ გავითვალისწინებთ რა სირთულეებიც გამოიარეს "იებმა". არენა არის აგებული "იუვენტუს სთეიდიუმის" სტილში, რომლის აშენება 150 მილიონი ევრო დაჯდება. ფინანსური წყარო არაიტალიური იქნება და საფეხბურთო მოედნის გარდა აშენდება სავაჭრო ცენტრი, გასართობი პარკი, სასტუმრო და თანამედროვე ხელოვნების მუზეომი. ფიორენტინას მფლობელის დიეგო დელა ვალეს განცხადებით, ეს იქნება ნამდვილი საფეხბურთო დისნეი ლენდი.



ჯენოა 



ტევადობა: ჯერჯერობით უცნობია

თანხა: 100 მილიონ ევრომდე

პროექტის დაწყების თარიღი: ჯერჯერობით უცნობია

უკვე დიდი ხანია, რაც "გრიფონები" ახალი სტადიონის შენებას აპირებენ. გენუელებს უბრალოდ მობეზრდათ მოსისხლე მტერთან მოედნის გაყოფა (რაც იტალიურ გუნდებში ხშირი შემთხვევაა) და ამის გამო მუდამ პრობლემებში ყოფნა. "როსობლუს" ჯერ არ გადაუწყვეტია რას იზამენ, ახალ არენას ააგებენ თუ ძველ და ნაცნობ "მარასის" ჩაუტარებენ რეკონსტრუქციას. როგორც არ უნდა იყოს, ეს საქმე 100 მილიონზე ნაკლებს არ მოითხოვს, მითუმეტეს, რომ გასაკეთებელი ძალიან ბევრია. არენის გარდა კიდევ უნდა აშენდეს მანქანების სადგომი 39 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე.



ინტერი



ტევადობა: 60 ათასი

თანხა: 250 მილიონი ევრო

პროექტის დაწყების თარიღი: 2014

სპირალური ფორმის სტადიონი, რომელიც ალიანც არენას გვაგონებს სან დონატო მილანეზეში აიგება. 60 ათასი მაყურებელი, 250 მილიონი ევრო და აშენების პერიოდი 2013–2017 წლები. "ნერიაძურის" სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი მოსისხლე მტრისგან განცალკევება და საამისოდ უკვე აზიელი ინვესტორებიც იპოვა. ინტერის ახალი სახლი აშენდება ქალაქ მილანის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში.


ნანახია: 880 | დაამატა: interinio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
1 tegiinter  
1
kargia..sircxvilia 2 aseti klubi ert stadionze ro gamodian"samatxovrod" :D

2 inter  
0
aasheneben dzma cota dro scirdebat --- italiashi yvela stadioni dzan dadzvelebulia erti yuve ro tanamedrove stadionze tamashobs..

3 interista5099  
0
dzaan magaria chveniii tu aashenes

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter