რიკი ალვარესმა ახალი ფორმის პრეზენტაციის მერე ჯურნალისტების კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა, რიკი რა თქმა უნდა არ დაზარდა და ალალად უპასუხა კითხვებს და აღიარა რომ მას მოსწონს ახალი ინტერი და მისი ერთ ერთი ნაწილი რომ არის. ჟუტნალისტის კითხვაზე რომ არა ცოტა ტრანსფერები, გააკეთებდნენ მასზე ფსონს თუ არა რიკიმ ასე უპასუხა. "მე არ ვიცი. მე დამოკიდებული ვარ ჩემ მუხლზე და იმედია პრობლემებს არ შემიქმნის მომავალში". რომელ პოზიციაზე გსურთ თამაში? "მე შემიძლია თამაში სხვადასხვა პოზიცაზე, მე მზად ვარ სადაც მწვრთნელი მეტყვის და გადაწყვიტავს იმ პოზიციაზე ვითამაშო, მე არ მაქვს ერთი ამორჩეული პოზიცია და არ მაწუხებს ეგეთი რამე". მოიგებს "ჯუვე" სკუდეტოს ისევ? "იუვენტუსი"? ისინი მოქმედი ჩემპიონები არიან და რა თქმა უნდა ფავორიტებიც არიან მაგრამ ჩვენც გვინდა გამარჯვება და სკუდეტოს მოგება, ჩვენ გვექნება ამის შესაძლებლობა, ჩვენ ბოლომდე დავიხარჯებით როგორც სკუდეტოსთვის ისე ევროპა ლიგისთვისაც". რიკიმ ასევე ისაუბრა გასულ სეზონზეც. "გასული სეზონი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის იმიტომ,რომ ჩემთვის პირველი გამოცდა იყო ევროპულ ფეხბურთში, რომელიც არაა ადვილი შეგუება პირველსავე სეზონზე". საუბრის ბოლოს რიკიმ სტრამაჩიონზეც ისაუბრა. "მე მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ის არის ახალგაზრდა და ნიჭიერი ადამიანი, მას აქვს წარმოუდგენელი მომავალი. მან ყველას ნდობა დაიმსახურა გუნდში".
|