როგორც ჩანს ”ბარსელონას” ჰოლანდიელი ფეხბურთელი, იბრაჰიმ აფელაი მომავალ სეზონში კვლავ კატალონიური კლუბის ღირსებას დაიცავს.
ადრე პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ”ლილი” და ”ინტერი” გამოთქვამდნენ. ასევე ვარაუდობდნენ, რომ იბრაჰიმ აფელაის ტრანსფერით მიღებულ თანხას ”ბარსელონა” ხავი მარტინესის შესაძენად გამოიყენებდა.
”მე ვენდობი იბრაჰიმ აფელაის. საუბრები მის შესაძლო გაყიდვაზე სისულელეა. იბრაჰიმი ”ბარსელონაში” რჩება” - განაცხადა ”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ
|