იტალიური ფიორენტინას პერუელი მარცხენაფლანგელი, ხუან მანუელ ვარგასი კიდევ ერთხელ გახდა ევროპული გრანდების სამიზნე. Footballpress-ის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელის შეძენა კატალონიურ ბარსელონას სურს. ბოლო დროს, ვარგასი ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე თამაშობს, მაგრამ ცნობილია, რომ მას დაცვითი მოვალეობებისთვის თავის გართმევაც კარგად შეუძლია. ბარსელონაში მარცხენა მცველი პრობლემატური მას შემდეგ გახდა, რაც ერიკ აბიდალი დაცვის ცენტრში ბრწყინვალედ ათამაშდა, ხოლო მისი შემცვლელები, მაქსველი და ადრიანო, როგორც ჩანს, გვარდიოლას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. კატალონიელებისთვის ვარგასის ყიდვა იოლი ნამდვილად არ იქნება, რადგან მათი კონკურენტი მილანის ინტერია. იტალიის მოქმედი ჩემპიონი მზადაა იებისგან ვარგასისა და მონტოლივოს გადაბირებისთვის იბრძოლოს. როგორც ინტერს, ასევე ბარსელონას ის უქმნის პრობლემას, რომ ფიორენტინას სპორტული დირექტორი, პანტალეო კორვინო ვარგასის გაყიდვის წინააღმდეგია.
|