გუშინ მიუნხენის ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში მილანის ინტერს უმასპინძლა. შეხვედრა იტალიელთა გამარჯვებით 3-2 დასრულდა. ლეონარდოს შეგირდებმა გზა მეოთხედფინალისაკენ გაიკვლიეს.
მატჩის დასრულებისას მოედანზე მოხდა მცირე ინციდენტი. კერძოდ ადვილი შესამჩნევი იყო თუ როგორ გაიწია ბასტიან შვაინშტაიგერმა მარკო მატერაციზე, რომელმაც მსოფლიოს თავი სკანდალური საქციელით დაამახსოვრა თავი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2006 წლის მუნდიალის ფინალში.
გერმანელი ფეხბურთელის განცხადებით მატერაციმ მისი პროვოცირება ჯერ კიდევ მოედანზე გამოსასვლელ ტუნელში დაიწყო:
ახლა კი ნამდვილად მესმის ზიდანის. მატერაციმ იგივე გამიკეთა რაც ზიზუს. ჯერ კიდევ გამოსასვლელ ტუნელში ვიყავით, როდესაც ჩემი პროვოცირება დაიწყო და მთელი თამაში არ გააჩერებულა.
|