პარასკევი, 19.04.2024, 13:59
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » ივნისი » 1 » დანიელ ბესა: მინდა მაცარიზე შთაბეჭდილება მოვახდინო!!
19:40
დანიელ ბესა: მინდა მაცარიზე შთაბეჭდილება მოვახდინო!!



”ინტერის” ახალგაზრდა იტალიელმა ფეხბურთელმა რომელიც 6 თვიანი იჯარით "Vicenza"-ში იმყოფებოდა ისაუბრა საკუთარ მომავალზე:

იჯარა "Vicenza"-ში იმოქმედა თქვენს კარიერაზე?

ბოლო 4 თვის განმავლობაში მე ძალიან გავიზარდე თამაშის მხრივ,მქონდა ძალიან რთული ტრავმა და არ მჯერავს რომ დღეს კარგ ფორმაში ვარ.მე ვარ ბედნიერი, რომ თამაშს დაუბრუნდი და კვლავ ვაკეთებ საყვარელ საქმეს.

როგორ ფიქრობთ მუხლის ტრავმამ ცუდად იმოქმედა თქვენზე?

მე ახლა კარგად ვარ და მოუთმენლად ველი ახალ სეზონს.

”ინტერს” ყავს ახალი მწვრთნელი მაცარი, რას ფიქრობთ ამაზე?

რა თქმა უნდა ის იმსახურებს იყოს ისეთი კლუბის მწვრთნელი როგორიც ”ინტერია”, ის არის ძალიან ძლიერი მწვრთნელი. ჩემი მიზანია გავაკეთო მაქსიმუმი და მოვახდინო შთაბეჭდილება მაცარიზე  იმისთვის, რომ გუნდში ადგილი მოვიპოვო.

ფიქრობთ, რომ კიდევ მოგიწევთ სხვა კლუბში გადაბარგება გამოცდილების მისაღებად?

როდესაც მე ვიყავი იჯარით "Vicenza"-ში მქონდა იმის საშუალება რომ მომეშუშებინა მუხლის ტრავმა და მქონოდა მეტი სათამაშო დრო, რომ დავრჩენილიყავი ”ინტერში” ამას ვერ შევძლებდი,რადგან მე არ ვიყავი მზად და ძალები არ მეყოფოდა გამეწია კონკურენცია სხვებისთვის. ახლა მე აქ ვარ და მინდა დარჩენა ”ინტერში”, მაგრამ ეს ჩემს სურვილზე არა მე ველოდები კლუბის გადაწყვეტილებას.

როგორ ფიქრობთ თქვენი მეგობარი დუნკანი მზადაა ინტერისთვის?, მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა ”ლივორნოში”...

ვფიქრობ რომ მან შესანიშნავი გამოცდილება დააგროვა ”ლივორნოში ”და მზადაა პირველ გუნდში სათამაშოდ, იმედი მაქვს შევხვდები მას ”ინტერში”.


ნანახია: 725 | დაამატა: wesleysneijder | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 wesleysneijder  
0
kai bichia es da tan magar formashia imsaxurebs shanss did gundshi exla benasi gaushvan ijarit gamoucdelia dzaan da miigebs gamocdilebs ro datovon codoa daichagreba vnaxot es duncani da longo ras izaven flag3 flag3 flag3

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter