მართალია, ტურინის იუვენტუსი სკუდეტოსთვის ბრძოლას ჩამოშორდა, მაგრამ 13 თებერვალს, მისი მილანის ინტერთან დაპირისპირება მაინც მეტად პრინციპულ ხასიათს ატარებს. დერბი დ’იტალიად წოდებული შეხვედრა ბებერი ქალბატონისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რასაც ტურინელთა მცველის, ჯორჯო კიელინის სიტყვებიც ადასტურებს: ძლიერ მოწინააღმდეგესთან მოგება, სეზონის ფინიშზე დამატებით ძალასა და თავდაჯერებულობას მოგვცემს, ამიტომაც ლეონარდოს გუნდის წინააღმდეგ მინდორზე მოსაგებად გავალთ. ბოლო ტურში კალიარის კარგ სტილში მოვუგეთ და იმედია, ინტერსაც ასევე წარმატებულად დავუხვდებით. ერთი სიტყვით, იუვესა და სკუადრა აძურას 26 წლის მცველი საბრძოლველადაა განწყობილი, რაც იმის მანიშნებელია, რომ მომავალ კვირას ტურინში საინტერესო დერბი დ’იტალია ჩატარდება.
იუვენტუსი – ინტერი
იუვენტუსი – ტრავმირებულნი: რინაუდო, დე ჩელიე, კუალიარეალა, იაკინტა. ინტერი – ტრავმირებულნი: სტანკოვიჩი, მარიგა, ლუსიო, ვალტერ სამუელი, დიეგო მილიტო.
დისკვალიფიცირებული: კივუ. მსაჯი: ვალერი
|