ბრაზილიელ მცველს მილანის "ინტერის" შემადგენლობაში ევროპის ლიგაში თამაში არ სურს, რადგან მადრიდის "რეალში" გადასვლის იმედი აქვს.
ამასთან დაკავშირებით მან "ნერაძურის" სამწვრთნელო შტაბს სთხოვა, ევროპის ლიგისთვის გუნდის განაცხადში არ შეიყვანოს.
შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბის" თავკაცი ჟოზე მოურინიო ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენდა. "რეალში" თამაში თავად ფეხბურთელსაც ძალიან უნდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ესპანურმა გრანდმა ამ მიმართულებით აქტიურობა შეწყვიტა.
მაიკონმა თავისი ამჟამინდელი კლუბი გააფრთხილა, რომ ევროპის ლიგაში თამაშზე უარს იტყვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ განაცხადში მაინც შეიყვანენ.
|