მილანის "ინტერის" ტექნიკურმა დირექტორმა, მარკო ბრანკამ განაცხადა, რომ მისი კლუბი ინტერესს იჩენს რუსული "ცსკას" ნახევარმცველ ალან ძაგოევის მიმართ.
"დიახ, ჩვენ ვინტერესდებით რუსი ფეხბრთელებით. სელექციონერული მოსახურება კარგად მუშაობს და მინდა ვთქვა, რომ რუსების სატრანსფერო ბაზარი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა."
"ძაგოევი? იცით, ჯერ ადრეა რაიმე კონკრეტულის განცხადება, მომავალში ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს."
ჭორების თანახმად, ძაგოევის შეძენა "ინტერის" პრეზიდენტ მასიმო მორატის სურს. "ნერიაძურის" მფლობელზე ალანის ევრო 2012-ზე თამაშმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე მის "ცსკას" რიგებში გამოსვლამაც. ამ გუნდებს შორის პირველ მატჩში ძაგოევმა მეტოქის კარი საჯარიმო დარტყმით აიღო.
Transfermarkt-ის ცნობით, ალან ძაგოევის სატრანსფერო ღირებულება 25 მლნ. ეუროს შეადგენს.
|