იტალიური ფეხბურთის გრანდი,მილანის ინტერი ფეხბურთის გულშემატკივართა უმეტეს ნაწილს ხავიერ ძანეტის გარეშე არ წარმოუდგენია. არგენტინელ უნივერსალს ნერაძურის შემადგენლობაში 587 შეხვედრა აქვს ჩატარებული და კლუბში დარჩენა კიდევ დიდი ხნით სურს.ოღონდ ამჯერად არა როგორც აქტიური მოთამაშე.39 წლის ფეხბურთელი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას გეგმავს და მისი ოცნება ამჟამინდელი გუნდის გაწვრთნაა. "მილანის ინტერმა ძალიან ბევრი რამ მომცა.ჩემი ცხოვრება ახლა მთლიანად ასოცირებულია იტალიასთან და როცა საფეხბურთო კარიერას დავასრულებ,ნერაძურის გაძღოლა მსურს.თუ ჩემი წარმატება მწვრთნელის რანგში ისეთივე იღბლიანი გამოდგება ინტერში,როგორც ეს ფეხბურთელობის დროს მოხდა,მაშინ მილანში დავრჩები საცხოვრებლად ოჯახთან ერთად.”-განაცხადა ხავიერ ძანეტიმ.
|