დღეს მილანში ერთმანეთს "ინტერის” სპორტული დირექტორი მარკო ბრანკა, კლუბის ნახევარმცველი უესლი სნეიდერი და მისი აგენტი სორენ ლერბი შეხვდებიან. იტალიური პრესის ცნობით, მხარეები სნეიდერისა და "ინტერის” ახალ კონტრაქტზე ისაუბრებენ.
თუ მოლაპარაკება საბოლოო შეთანხმებით არ დასრულდა, მილანური კლუბი ჰოლანდიელ ნახევარმცველს ზამთრის სატრანსფერო სეზონზე გაყიდის.