მილანის "ინტერის" კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ რომის "ლაციოსთან" (0:1) იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურში მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ მატჩის ბედი ზოგიერთმა მომენტმა გადაწყვიტა.
"სამწუხაროდ, მატჩის ბედზე რამდენიმე მომენტმა იმოქმედა.
"ლაციო" კარგად თამაშობდა პირველ ტაიმში, მეორე ნახევარში კი ინიციატივა ჩვენ ვიგდეთ, მაგრამ გოლი კლოზემ გაიტანა და თამაშის რიტმიდან ამოგვაგდო", - თქვა ძანეტიმ.