მილანის "ინტერის” კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ ხაზი გაუსვა, რომ მომავალი სეზონის შემდეგ, შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა დაასრულოს.
"მომავალი სეზონი მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება. "ინტერმა” ძლიერი ფეხბურთელები შეიძინა და არანაკლებ კარგ მოთამაშეებს დაემშვიდობა. შესაძლოა, ერთი წლის შემდეგ კარიერა დავასრულო. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ფიზიკურ ფორმაში ვიქნები”, – იუწყება 38 წლის ძანეტის სიტყვებს იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი. არგენტინელი განაპირა მცველი "ინტერში” 1995 წელს "ბანფილდიდან” გადავიდა და ყველა დონის ტურნირებზე მილანურ კლუბში ჩატარებულ 797 მატჩში 21 გოლი გაიტანა.
|