ინტერის კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ "რომასთან" გამარჯვების შემდეგ (5:3) განაცხადა, რომ სერია ა–ში ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა. მან თანაგუნდელებს მოუწოდა, რომ მხოლოდ საკთარ თამაშზე იყვნენ კონცენტრირებულები.
"ეს იყო შესანიშნავი გამარჯვება, მაგრამ იმის თქმა, რომ ჩემპიონობისთვის მხოლოდ 2 მილანური კლუბი ბრძოლობს ჯერ ძალიან ადრეა. სკუდეტოსთვის ჩვენს გარდა კიდევ 3 კლუბი იბრძვის
"ნაპოლი", "რომა" და "ლაციო". სერია ა ძალიან ბალანსირებული ჩემპიონატი გახდა. ყველა გუნდი გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს. ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მხოლოდ ჩვენს თამაშზე და უნდა გავაგრძელოთ ლამაზი ფებურთის ჩვენება.
ახლა ჩვენ ფანტასტიურ ფორმაში ვართ და ახლავე უნდა დავიწყოთ მომზადება მატჩისთვის "იუვენტუსის" წინააღმდეგ, რომელიც კვირას გაიმართება, ჩვენ მხოლოდ ერთი კვირა გვაქვს, განაცხადა არგენტინელმა.