ბრაზილიის ჩემპიონატში ნეიმარის გარდა სანტოსის 20 წლის ფლეიმეიქერი პაულო ენრიკე განსო გამოირჩევა,რომელსაც რამდენი თვეა მილანი ეკურკურება. ფეხბურთლს ადრიანო გალიანი პირადად შეხვდა და არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, როსონერიმ მისი ტრანსფერი მოაკვარახჭინაო. ყველაფერს ნათელი თავად განსომ მოჰფინა,რომელმაც corriere dello sport-ს გაუმხილა,გაისად ლომბარდიის დედაქალაქში მართლაც გადავალ,ოღონდ არა მილანში, არამედ მის მოსისხლე მტერ ინტერშიო:ლეონარდო ხშირად მირეკავს,ჩემი მდგომარეობით ინტერესდება და თავის გუნდში ჩარიცხვას მთხოვს. იგი ჩინებული ფეხბურთელი იყო,როგორც ჩანს,მწვრთნელიც არანაკლებია და მისი ხელმძხვანელობით სიამოვნებით ვითამაშებ. ესეც რომ არა ნერიაძურის შემადგენლობა უძლიერესი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. თუმცა ჩემს მომავალზე სჯობს სეზონის მიწურულს დავილაპარაკოთ, თორემსანტოსის ფანებს გულს ვატკენო..