მილანის "ინტერის” ურუგვაელი ნახევარმცველი ვალტერ გარგანო ამ გუნდში "ნაპოლიდან” მიმდინარე სეზონის წინ გადავიდა. ის დარწმუნებულია, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა, თუმცა, მიაჩნია, რომ ნეაპოლში გატარებულმა წლებმა მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. "შესაძლებელია, მე ქვის მთლელი ვყოფილიყავი, ისევე, როგორც მამაჩემი ვალტერ გარგანო-უფროსი” - თქვა მან La Gazzetta dello Sport-ისთვის მიცემული ინტერვიუს დასაწყისში, რის შემდეგაც "ნაპოლიში” გატარებული წლები გაიხსენა. - ბანალური დასაწყისია, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც მოგვიწევდა "ნაპოლიზე” საუბარი...
- ეს იყო საუცხოო და დაუვიწყარი წლები, რომელმაც იტალიის თასის მოგება და ჩემპიონთა ლიგაში თამაშის თამაშის გამოცდილება მაჩუქა. "ნაპოლიმ” სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება, რადგან სწორედ იქ შევიცანი ნამდვილი სიყვარული მიქაელთან.
- მარეკ ჰამშიკის დასთან...
- ჩვენი ურთიერთობა მყიდიერად არ დაწყებულა, რადგან გაცნობის პერიოდში ორივე დაკავებული ვიყავით. თავიდან სრულიად შემთხვევით სურათი გადავიღეთ, მაგრამ ამის შემდეგ მთელი წელიწადი გავიდა და ჩვენს შორის არაფერი ყოფილა. ამ პერიოდში დის შესახებ ამბებს მარეკისგან ვიგებდი, მერე სამივე ერთად წავედით სავახშმოდ და მარეკმა იკითხა: "რას მეკითხებოდი ჩემი დის შესახებ?” მე დავიმორცხვე. მოგვიანებით მიქაელს კიდევ ერთხელ შევხვდი. იმ დროისთვის უკვე დასრულებული იყო ძველი ურთიერთობები და დაიბადა ჩვენი დიდი სიყვარული. ახლა ორი ნეაპოლელი ბავშვი გვყავს, გვეყოლება თუ არა მილანელი ბავშვი დრო გვიჩვენებს.
- ჰამშიკი თქვენი მეგობარია?
- ის ძმასავითაა და ზუსტად ისეთი ურთიერთობა გვაქვს, როგორც ძმებს. კარგი ურთიერთობა მაქვს მათ მამასთან და მთელს ოჯახთან. - "ინტერი” დიდი ხანია ჰამშიკით დაინტერესებას იჩენს, კავანი კი, "მილანში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.
- მხოლოდ მარეკზე ვისაუბრებ: "ნაპოლიში” ის გაიზარდა როგორც ფეხბურთელი, რადგან სწორ პოზიციაზე თამაშობს. ის ძალიან კარგი ადამიანი და ნამდვილი ჩემპიონია. ვიტყოდი, რომ ჰამშიკი მსოფლიოს 10 საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა.
- იქნებ აგვიხსნათ თქვენი "ნაპოლიდან” წასვლის მიზეზი? გემახსოვრებათ, გავრცელდა გულშემატკივრებისადმი განკუთვნილი წერილი, რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
- ისეთი სიტყვები გავრცელდება, რომლის შესახებაც არასდროს მსმენია და არასდროს მითქვამს. ყველაფერი გასაგებია, ვიღაცას სურდა შეექმნა იმისი ილუზია, რომ გარგანო ცუდია... არ დავასახელებ მათ გვარებს, ვინც ამ ყველაფრის უკან იდგა. წასვლა ჩემი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ არა იმიტომ, რომ საკუთარ შესაძლებლობებში არ ვიყავი დარწმუნებული, უბრალოდ, როცა გეუბნებიან კარგ ფორმაში ხარო, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ კვირას მოედანზე იქნები.
- "პალერმოსთან” გამართული მატჩის დროს ტრიბუნებმა რამდენჯერმე გამოხატა საკუთარი უკმაყოფილება, როდესაც ზუსტი გადაცემის გაკეთება არ გამოგივიდათ.
- ასეთი რამ ნეაპოლშიც ხდებოდა და ყველაზე მეტად მე და ლავესის გვხვდებოდა, რადგან გულშემატკივარი ჩვენგან ყველა მატჩში სუპერთამაშს მოითხოვდა. მართალია, რომ ახლო გადაცემებისას უფრო ხშირად ვცდები ვიდრე გრძელი პასებისას? (იცინის). რას ვიზამთ, გულშემატკივრები არასწორ გადაცემებს ხშირად ხედავენ, თუმცა, როგორც ამბობენ, მე არასდროს ვჩერდები და ადრე თუ გვიან დაღლილობა თავს იჩენს ხოლმე.
- ლეონარდო ბონუჩი ამბობს, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში "იუვენტუსის” მთავარი კონკურენტი "ნაპოლია”.
- ბონუჩის შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს, მაგრამ შედეგი ბოლოს გამოჩნდება და სწორედ ბოლოს დავინახავთ ის უფრო მართალია თუ "ინტერი”.
- ათბალიანი სისტემით რომ შეაფასოთ, როგორ მიმდინარეობს თქვენი ადაპტაცია "ინტერში”?
- ექვსი ან შვიდი, საუკეთესო ჯერ არ გინახივართ.
- თუ თქვენ ექვსი, ან შვიდი, მაშინ რა სტადიაზეა ალვარო პერეირა?
- მიეცით მას დრო. ის სხვა ჩემპიონატიდან მოვიდა, მუდმივად სწავლაშია და "პალერმოსთან” მატჩში უკვე ქონდა რამდენიმე ნათელი მომენტი. საუკეთესო ფეხბურთელებსაც კი ექმნებათ ტაქტიკური პრობლემები. დაელოდეთ ცოტა ხნით და დაინაახავთ, თუ რა შეუძლია ალვაროს.
- რა მოგცათ "იუვენტუსთან” გამარჯვებამ?
- ერთ რამეს გკითხავთ, ვინმე ელოდა, რომ "ინტერი” იმ ადგილზე იქნებოდა, რომელიც ახლა უჭირავს? რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, არა. ჩვენ ვებრძვით ისეთ გუნდებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბდნენ "იუვენტუსად” და "ნაპოლით”, ჩვენთან კი, სერიოზული ცვლილებები მოხდა და მაინც მწვერვალთან ძალიან ახლოს ვართ.
- "ნაპოლის” დამარცხებამ?
- მე უამრავ მეგობარს შევხვდი, რომელთანაც ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს, უბრალოდ, ამჯერად "ინტერის” მაისურით ვითამაშე. გამარჯვებამ გვანახა, რომ ყველაფერი წესრიგში გვაქვს და "ნაპოლის” სატურნირო ცხრილშიც გავასწარით.
- რა ხდება სნეიდერთან დაკავშირებით?
- მან თავად უნდა გადაწყვიტოს კლუბთან ურთიერთობის საკითხი, ჩვენ კი, მხოლოდ თამაშზე ვფიქრობთ.
- თქვენი იტალიური ფესვები პოტენცაში აღმოჩნდა.
- ერთი სული მაქვს როდის მოვინახულებ იმ ადგილებს, სადაც ჩემი ბაბუა დაიბადა.
|