"ბოლონიას" ლიდერის, გასტონ რამირესის აგენტი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, მისი კლიენტი ემილია-რომანულ გუნდს დატოვებს და კარიერას იტალიის ფარგლებს მიღმა განაგრძობს. ცოტა ხნის წინათ, "ბოლონიას" პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ რამირესი გუნდს გამოიცვლიდა, იტალიასაც დატოვებდა. ამ ინფორმაციას ადასტურებს ფეხბურთელის აგენტი პაბლო ბეტანკურიც. "ვფიქრობ, რამირესი "ბოლონიადან" წავა. თავის პოზიციაზე, ის ერთ-ერთი საუკეთესოა და შემოთავაზებების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით. დიდი ალბათობით, გასტონი კარიერას იტალიის საზღვრებს მიღმა განაგრძობს. ამჟამად ლონდონში ვიმყოფები და ერთ-ერთ ინგლისურ გუნდთან მოლაპარაკებას ვაწარმოებ. მართალია, რამირესის შეძენით "ინტერიცაა" დაინტერესებული, მაგრამ მილანელების შეთავაზება "ბოლონიას" მიერ მოთხოვნილი 25 მილიონისგან ძალიან შორსაა. ჩემი კლიენტის მიმართ ინტერესი პირველად "ვერდერმა" გამოთქვა, მაგრამ მათ მიერ შემოთავაზებული თანხაც ძალიან მცირეა" - ციტირებს რამირესის აგენტის სიტყვებს Calciomercato.
|