მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში, მადრიდის რეალი სპორტული მიღწევებით ვერ დაიკვეხნის, ესპანური კლუბი ზედიზედ მე-6 წელია, რაც მსოფლიოში ყველაზე შემოსავლიანი კლუბის სტატუსს ინარჩუნებს. აუდიტორული კომპანია Deloitte-ს მონაცემებით, გასული ერთი წლის განმავლობაში, რეალის შემოსავალმა 438.6 მილიონ ევროს მიაღწია. მეორე ადგილზეა კატალონიის ბარსელონა 398.1 მილიონი ევროთი. პირველ ორ პოზიციაზე ესპანური გრანდების ყოფნის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მათ ჩემპიონატში, ტელეტრანსლაციების გაყიდვა სხვა ქვეყნებში არსებული წესისგან განსხვავდება. საქმე ისაა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ტელეტრანსლაციების ერთიან პაკეტში არ შედის "რეალისა” და "ბარსელონას” თამაშები. შესაბამისად, მათ მიერ ამ გზით გამომუშავებული თანხა ჩემპიონატის სხვა კლუბებზე არ ნაწილდება, როგორც ეს მაგალითად, ინგლისის პრემიერლიგაში ხდება. ინგლისური მანჩესტერ იუნაიტედი იკავებს მე-3 ადგილს 349.8 მილიონი ევროთი. მას მოსდევს გერმანიის ჩემპიონი ბაიერნი, რომლის შემდეგაც ლონდონური კლუბები, ჩელსი და არსენალი მოდიან. ათეულის დარჩენილ 4 ადგილს 3 იტალიური და ერთიც ინგლისური კლუბი ინაწილებს. გთავაზობთ ევროპის ყველაზე შემოსავლიანი კლუბების საუკეთესო ოცეულს:
1. რეალი 438.6 2. ბარსელონა 398.1 3. მანჩესტერი 349.8 4. ბაიერნი 323.0 5. არსენალი 274.1 6. ჩელსი 255.9 7. მილანი 235.8 8. ლივერპული 225.3 9. ინტერი 224.8 10. იუვენტუსი 205.0 11. სიტი 152.8 12. ტოტენჰემი 146.3 13. ჰამბურგი 146.2 14. ლიონი 146.1 15. მარსელი 141.1 16. შალკე 139.8 17. ატლეტიკო 124.5 18. რომა 122.7 19. შტუტგარტი 114.8 20. ასტონ ვილა 109.4
|