”ინტერის” კოლუმბიელმა ნახევარმცველმა უარყო ჭორები მის ტრანსფერზე დაყენებასთან დაკავშირებით, შეგახსენებთ რომ რამოდენიმე დღეა რაც გუარინს ”ტოტენჰემს” უკავშირებენ:
მე არ ვიცი ვითამაშებ თუ არა არგენტინის წინაარმდეგ, მაგრამ თუ მომეცემა საშუალება აუცილებლად მაქსიმუმს გავაკეთებ ჩემი ნაკრებისთვის, მე გავაკეთებ მაქსიმუმს რომ საუკეთესო ფორმაში ჩავდგე.
შემდეგ კოლუმბიელმა ისაუბრა ”ინტერზე” და ახალ მწვრთნელზეც:
მე ტრანსფერზე? ეს ჭორებია და მე არ ვფიქრობ რომ ”ინტერი” ჩემს გაყიდვას ეცდება. ჩემი პოზიცია? მე ამ სეზონში ვითამაშე ყველა პოზიციაზე და არ მეშინია ახალი მწვრთნელის და მისი ახალი დავალების. მე იქ ვითამაშებ სადაც მაცარის დავჭირდები, მე მზად ვარ ამისთვის.