შეგახსენებთ, რომ უკვე დიდი ხანია მიმდინარებს ჭორები იმის შსახებ რომ გუარინი იუვენტუსში გადაბარგდება ეს ყველაფერი თავად კოლუმბიელმა კატეგორიულად უარყო:
ეს არ იყო ადვილი შევგუებოდი მილანში ცხოვრების ტემპს, იტალიური ფეხბურთი ძალიან ლამაზია მაგრამ ძალიან რთული, ყოველთვის უნდა იყო ფრთხილად და იცოდე წინასწარ რას გააკეთებ. მე დღემდე ვეგუები მილანში ცხოვრებას სადაც ჩემს მეუღლესთან და ორ შვილთან დანიელთან და დანისთან ერთად ვცხოვრობ. დანიელს ძალიან უყვარს ფეხბურთი ის ჩემს ნაბიჯებს მიყვება.
როგორია ფრედის ერთი დღე?
დილით ვიღვიძებ 8 საათზე, დანიელი მიმყავს სპორტსკოლაში, დანი ბაღში, შემდეგ მივდივარ ვარჯიშზე სადაც უნდა იყო იქ 9:45( მილანის დროით) ზოგჯერ ვრჩები ლანჩზე გუნდთან ერთად, ზოგჯერ კი მეუღლესთან ერთად ვსადილობ. შემდეგ რამოდენიმე საათი მაქვს თავისუფალი და ვატარებ დროს ჩემ შვილებთან ერთად.
რა მოხდა ამ სეზონში?
ეს სეზონი გუნდისთვის იყო ძალიან უიღბლო, ამდენი ტრავმა ერთ სეზონში ძალიან იშვიათია. ამან გავლენა მოახდინა მწვრთნელის ტაქტიკაზე, რომელსაც ბევრჯელ მოუწია ტაქტიკის შეცვლა. ამან შექმნა პრობლემები გუნდში ფსიქოლოგიურიც და ფიზიკურიც, ასევე ტაქტიკური, რადგან გუნდი შემცირდა.
ჩემი ტრანსფერი?
არა... ეს სიცრუეა.. მე არსად წასვლას არ ვაპირებ, დასვენების შემდეგ კვლავ დავბრუნდები ”ინტერში” და მოვემზადები ახალი სეზონისთვის, ”ინტერი” არის დიდი კლუბი და აქ თამაში ძალიან სასიამოვნოა და მინდა ჩავწერო ჩემი სახელი ”ინტერის” ისტორიაში. ”იუვენტუსი”? მე ყველგან წავალ გარდა, ”იუვენტუსისა”. პირობას გაძლევთ ამ კლუბში არასოდეს ვითამაშებ.