მიუნხენის "ბაიერნის"მთავარმა მწვრთნელმა ჰუპ ჰაინკესმა უარყო ჭორები თითქოსდა სნეიდერის დამატებას აპირებდნენ.
"საუბარი იმაზე, რომ ჩვენ სნეიდერით ვართ დაინტერესებული სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ არასდროს არ გვქონია სნეიდერის დამატებაზე საუბარი"- განაცხადა ჰუპ ჰაინკესმა.
შეგახსენებთ, რომ სნეიდერს ამჟამინდელი კონტრაქტის გათვალისწინებით 2015 წლამდე აკავშირებს "ინტერთან" მაგრამ ფეხბურთელი არ თანხმდება ხელფასის შემცირებას და სავარაუდოდ ზამთრის სატრანსგერო პერიოდში დატოვებს თავის ამჟამინდელ კლუბს.
|